ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

  • ქალაქ ხობში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იშიძუკა ჰიდეკი, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შშმ ბავშვთა სახლის სრული რეაბილიტაცია „ხობის მუნიციპალიტეტში სოციალური დაცვის ცენტრის რეაბილიტაციის“ პროექტის ფარგლებში იაპონიის საელჩოს დაფინანსებით განხორციელდა.