ხობში ღვაწლმოსილი პედაგოგები და წარმატებული ახალგაზრდები დააჯილდოვეს

  • ხობის კულტურის სასახლეში ღვაწლმოსილი, დამსახურებული პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.

საზეიმო ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ განათლების სფეროში მოღვაწე პედაგოგები: ირა სიხარულია, მანელა ნაჭყებია, მაია ნარსია, დარეჯან საბეკია, ლარისა ჭითანავა, მაყვალა ბახტაძე და წარმატებული ახალგაზრდები: ანა ქებურია და საბა ქარდავა, რომელთაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მოიპოვეს.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და წარმატებული ახალგაზრდებისადმი მიძღვნილი ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან“ არსებული შემოქმედებითი ჯგუფების კონცერტით დასრულდა.

ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის მერიის და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს