- ქალაქ ხობში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. ინფორმაციას ამის შესახებ ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოქალაქეებს 11 ივლისს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N187-ში, ხობის კულტურის სასახლის ფოიეში, შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ აქციაში.
სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და თბილისის მერიის „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ ორგანიზებით ჩატარდება.