- ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის მცირე დარბაზში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადის მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება გაიმართა. მუნიციპალურ თამაშებში გამარჯვებული საჯარო სკოლების გუნდები თასებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.
ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული გუნდები რეგიონულ პირველობაში მიიღებენ მონაწილეობას. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

