ხობში მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში გაიმართა

  • ხობში საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე დასრულდა ვეტერანი ფეხბურთელისა და ხობის „კოლხეთის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელის მელორ ზაქარაიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედოს“ და ზუგდიდის „ბაიას“ ნორჩ ფეხბურთელთა გუნდები დაუპირისპირდნენ, სადაც ზუგდიდის „ბაიამ“ პენალტების სერიაში გამარჯვება მოიპოვა და პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო მესამე ადგილი კი „იუვენტუსის აკადემიის“ ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა.