- ხობის კულტურის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონის, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრის, ვახტანგ ლოლუას საზეიმო დახვედრის ღონისძიება გაიმართა.
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონსა და მის მწვრთნელებს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და გულშემატკივრებმა მიულოცეს.
ინფორმაციითვის: ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხობელმა ფალავანმა ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართული სპორტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა.