ხობში დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა

  • დათა ხურცილავას სახელობის სტადიონზე, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, დათა ხურცილავას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური შეხვედრები გაიმართა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალური ტურნირის გამარჯვებული ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდი გახდა, მეორე ადგილზე ქალაქ ხობის ,,ჭალე,, გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ეროვნული გვარდიის გუნდმა დაიკავა.

სპორტულ ღონისძიებას დათა ხურცილავას ოჯახის წევრებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საფეხბურთო პირველობა მერიის და ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთის“ ორგანიზებით