”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო

  • ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათების სისტემა დამონტაჟდა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, პატარა ფოთში, შავღელეში, ჯაპიშაქარში, პირველ მაისში (საკვიკვინიო, ბულიწყუ, ჭიხუ), ბიასა და ბია-საშონიოში.

”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე მოქალაქეების მიერ შერჩეული პროექტების განსახორციელებლად 922 000 ლარია გამოყოფილი.