- ხობის მუნიციციპალიტეტის მერია განცხადებას ავრცელებს სოფელ ყულევში მდინარე ხობისწყლის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე.
“ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში მდინარე ხობისწყლის მიმდებარე ტერიტორიის დატბორვის პროცესის ლიკვიდაცია/შერბილების მიზნით მდინარის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების სამუშაოთა განსახორციელებლად, ხობის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ინტერესთა გამოხატვის პროცედურებს.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში მდინარე ხობისწყლის კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნებიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღება უნდა განხორციელდეს თანდართული, სსიპ – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ მომზადებული გეოსაინფორმაციო პაკეტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად, ტოპოგრაფიული რუკით განსაზღვრულ არეალებში.
ძირითადი მოთხოვნები და მონაცემები სამუშაოთა განსახორციელებლად:
• წიაღთსარგებლობის ობიექტი – მდ. ხობისწყლის ქვიშის გამოვლინება.
• სასარგებლო წიაღისეულის სამრეწველო ტიპი – სამშენებლო.
• ობიექტის ფართობი – 42960 მ2.
• წიაღისეულის რაოდენობრივი მაჩვენებელი – 128880 მ3.
• წიაღთსარგებლობის ობიექტზე პროდუქტიული წყების სიმძლავრე – 3 მ.
• დამუშავების მეთოდი – მიწამწოვი ტექნიკა-დანადგარების საშუალებით.
• ინერტული მასალის მოპოვება უნდა განხორციელდეს მდინარის კალაპოტიდან ჭარბი ინერტული მასალის (ქვიშა-ლამი) ამოტუმბვით და კალაპოტის დაღრმავებით.
განცხადებების მიღების ვადები: 5 სამუშაო დღე – 2026 წლის 16 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით, 9:30 საათიდან 18:00 საათამდე.
განცხადების წარდგენის ადგილი: ხობის მუნიციპალიტეტის მერია (მატერიალურად – მისამართზე: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №189, ან ელექტრონულად – ელექტრონული ფოსტის მისამართზე: office@khobi.gov.ge).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი ინფორმაცია:
ა) განახლებული ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) ხელმძღვანელი პირის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) საკონტაქტო მონაცემები;
დ) ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების შესახებ, რითაც იგეგმება სამუშაოების შესრულება;
ე) ინფორმაცია სამუშაოების შესრულებისთვის საჭირო ადამიანური რესურსის შესახებ;
ვ) სამუშაოს განხორციელებისთვის საჭირო სავარაუდო ვადა.
წარმოდგენილი ინფორმაციის უტყუარობაზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა აიღონ ვალდებულება წიაღით სარგებლობის ობიექტზე ან/და ობიექტის მოშორებით დაიცვან ფიქსირებული სხვადასხვა ობიექტის უსაფრთხოება.
დოკუმენტები წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მას უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
განცხადების განხილვა განხორციელდება საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ვადის ამოწურვიდან 3 სამუშაო დღის განმავლობაში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში (მისამართი: ქალაქი ხობი, ცოტნე დადიანის ქუჩა №189), რის შესახებაც პრეტენდენტების ინფორმირება განხორციელდება მათ მიერ წარმოდგენილი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ან/და წერილობითი ფორმით.”-აღნიშნულია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში.

