- ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა.
მედიის ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ხეს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას კი მძღოლი გარდაცვლილი დახვდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

