წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღე

  • 12 აგვისტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ცოტნე აღმსარებლის ხსენების დღეს აღნიშნავს.

ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში, იქ სადაც გადმოცემის თანახმად ცოტნე დადიანია დაკრძალული, წირვა-ლოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა (ბერბიჭაშვილი) ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა.

ცოტნე დადიანი წმინდანად 1999 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით შეირაცხა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წირვას მრევლთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის მოადგილე დავით ბერაია ესწრებოდნენ.