“შემოდგომის აზნაურები“

  • ხობის კულტურის სასახლეში ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან’’ არსებული ბავშვთა თეატრის სპექტაკლის – “შემოდგომის აზნაურები“ პრემიერა შედგა.

სპექტაკლი რეჟისორმა მარინა ჯღარკავამ დავით კლდიაშვილის მოთხრობების მიხედვით დადგა.

სპექტაკლს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მოადგილეებთან და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.

თეატრალური ღონისძიება ადგილობრივი თვითმმართველობის და ,,ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის’’ მხარდაჭერით ჩატარდა.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს