მერია: სოციალური პროგრამის ფარგლებში მოქალაქეებზე 505 540 ლარის დახმარება გაიცა

  • მიმდინარე წელს ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ “მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში 1118 ბენეფიციარი დააფინანსა.

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ექვსი თვის მონაცემებით, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს 505 540 ლარის დახმარება გაეწიათ.

ინფორმაციისთვის: პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და წლიური ბიუჯეტი 881950 ლარს შეადგენს.