სოციალურად დაუცველი 49 ოჯახისთვის სამშენებლო მასალების გადაცემა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სახლის გადასახური მასალის და ავარიული სახლის გასამაგრებლად-ცემენტის და ბლოკის გადაცემა მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, „მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის“ მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 96 146 ლარის ღირებულების სამშენებლო მასალები 49 ოჯახს გადაეცემა.

სოციალური პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.