საკვიკვინიოში რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა, ხიდის რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს

  • ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში სტიქიის შედეგად დაზიანებულ მონაკვეთზე რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა, ხიდის რეაბილიტაცია და ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის შესაბამისად შენდება ნაპირდამცავი საყრდენი კედელი, სრულად რეაბილიტირდება დაზიანებული ხიდი, მოეწყობა ბეტონის ფილები და გაბიონი.

რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად გამოყოფილი თანხით, ხოლო ხიდის რეაბილიტაცია და გაბიონის მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს