საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია დაიწყო

  • საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დაიწყო.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია შესაძლებელია: ა(ა)იპ “ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების “ სტრუქტურულ ერთეულებში. რეგისტრაციისთვის წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:

  • ბავშვის დაბადების მოწმობა (2 ეგზემპლარი);
  • ჯანმრთელობის ცნობა (ჩატარებული აცრების მითითებით);
  • შშმ ბავშვის შემთხვევაში, ფორმა №IV-100 ან ფორმა №50 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია საბავშვო ბაგა-ბაღში ჩართვის შესახებ;
  • ფოტოსურათი -2 ცალი (3X4);
  • მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობის ასლები.

აღსაზრდელთა რეგისტრაცია: 2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში (ბაგის ჯგუფი) რეგისტრაციას გადის ყველა ის აღსაზრდელი, რომელსაც 1 ნოემბრამდე უსრულდება 2 (ორი) წელი.

2-3 წლიანთა ასაკობრივ ჯგუფში აღსაზრდელები რეგისტრირდებიან შემდეგ საბავშვო ბაგა-ბაღებში:

  • ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღი;
  • ქალაქ ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღი;
  • პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღი;
  • საჯიჯაოს საბავშვო ბაგა-ბაღი;
  • ხეთის საბავშვო ბაგა-ბაღი.

3-4 წლიანთა, 4-5 წლიანთა, 5-6 წლიანთა (სასკოლო მზაობის), შერეულ ასაკობრივ (3-დან 6 წლამდე) ჯგუფებში რეგისტრირდებიან ის აღსაზრდელები, რომელთაც 1 ნოემბრამდე უსრულდებათ შესაბამისი ასაკი. აღსაზრდელთა ჩარიცხვა: საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, მთავარი სპეციალისტი განცხადებას გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგენს სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების დირექტორს.

გაერთიანების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ხორციელდება აღსაზრდელთა ჩარიცხვა შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებში.საბავშვო ბაღებში ჩარიცხვის პროცესში პრიორიტეტი ენიჭებათ შემდეგი კატეგორიის აღსაზრდელებს:

  • 1. სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვებს;
  • 2. მრავალშვილიანი ოჯახის შვილებს;
  • 3. დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებს;
  • 4. მარტოხელა ოჯახის შვილებს;
  • 5. იმ ოჯახის შვილებს, რომელთა და-ძმა ჩარიცხულია იმავე ბაღში;
  • 6. სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს.

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში 2023 -2024 სასწავლო-სააღმზრდელო წლისათვის აღსაზრდელთა რეგისტრაციის პროცესი იწარმოებს ორ ეტაპად, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან 3 აგვისტომდე. აღსაზრდელთა ჩარიცხვა განხორციელდება მიმდინარე წლის 25 აგვისტომდე.

ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.