ხობში საახალწლო ღონისძიებები 29 დეკემბრიდან გაიმართება

საქართველოს-პრემიერ მინისტრის ინიციატივით, 24 დეკემბრიდან 14 იანვრის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. სამეგრელო ზემო-სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ხობში, 29 დეკემბრიდან, ხობის კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება საახალწლო ღონისძიებები. საახალწლო პროგრამა დაიწყება 14:00 საათზე. 14:00-19:00 - საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი 14:00 –...

განმეორებითი ტექინსპექტირება პირველი თებერვლიდან ფასიანი ხდება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების განმეორებითი ტექნიკური ინსპექტირება ფასიანი ხდება. „აღნიშნულის შედეგად, ხშირია პრაქტიკა, როდესაც პირველად ინსპექტირებაზე ხდება ტექნიკურად გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალების წარდგენა, რაც ართულებს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესს, ზრდის შესაბამისი ცენტრების მხრიდან მომსახურებისთვის აუცილებელ რესურსს...

ახალ ხიბულაში მოქალაქეებს “მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ

დღეიდან, ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ "მობილური იუსტიციის სახლის“ სერვისებით. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, “მობილური იუსტიციის სახლის“ 470-ზე მეტი სერვისით სარგებლობა მოქალაქეებს ყოველი კვირის ხუთშაბათს შეეძლებათ. "მობილური იუსტიციის სახლი“ იუსტიციის სამინისტროს ინოვაციური პროექტია, რომელიც სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისებს სთავაზობს იმ ათეულობით სოფლის მცხოვრებთ, სადაც საზოგადოებრივი...

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში.  ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.  ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის ომს 36 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ხობის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის ” „არა ფემიციდს“ ფარგლებში, ფოთის, ხობის და ზუგდიდის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა, მოსახლეობასთან, საჯარო სკოლების მოსწავლეებთან, პედაგოგებთან, თვითმართველობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრები გამართეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრების მონაწილეებს, ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზების და გენდერული თანასწორობის საკითხებზე ინფორმაცია...

ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში მინი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინფრსტრუქტურულ პროექტს მოქალაქეთა წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. პროექტის შესაბამისად დაიგება ხელოვნური საფარი, გულშემატკივართათვის მოეწყობა სკამები და დამონტაჟდება განათების სისტემა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 119 959 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს...

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებს

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გუშინ, 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებებს პასუხობს "პრემიერ-მინისტრის იმავდროული განცხადება, რომ მხარს უჭერს ფოთში უფრო დიდი პორტის განვითარებას, მეტყველებს ანაკლიის განვითარების გეგმების შესახებ მისი განცხადებების არაგულწრფელობასა და აბსურდულობაზე. პრემიერმა კარგად იცის, რომ მთავრობის მხრიდან ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციური განვითარების მუდმივი წახალისება იყო ერთ-ერთი...

2023 წლის მუნიციპალური პროგრამების პროექტის პრეზენტაცია

მუნიციპალიტეტის მერიის დარბაზში, მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის 2023 წლის პროგრამების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა შოლინა კანკიამ „ხობის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი და ეკონომიკურად შეჭირვებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ხელშეწყობის” და „ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამების მიზნებზე, ამოცანებზე, დაფინანსების მოცულობაზე და მიმდინარე...

ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით

ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51 პროცენტის მფლობელი სახელმწიფო იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი აშენდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%-ის მფლობელი იქნება სახელმწიფო, დანარჩენზე გამოვაცხადებთ საერთაშორისო კონკურსს და შევარჩევთ პარტნიორ კომპანიებს. ეს პროექტი არის მიტოვებული, ადგილი არის გაპარტახებული. მტვრის...

სტუდენტები სწავლის პარალელურად შეძლებენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას

სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა, ხდება მისი რეფორმირება და ყველა პირი გაივლის სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმირების შემდეგ, ყველა პირი, სავალდებულო სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში გაივლის. შეიქმნება ეფექტური სისტემა და პროგრამები, რომლებიც თეორიულ სწავლებასთან ერთად, ინტენსიურ...