წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება

წინასაახალწლოდ წიწვოვანი ხე-მცენარეების მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციაზე კონტროლი მკაცრდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. “თუ წიწვოვანი მცენარე მოპოვებულია კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან ხელოვნურად გაშენებულ სანერგეში, მცენარეების ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა მათი ადგილწარმოშობის ცნობა, რომელსაც გასცემს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გამგეობა. იმ შემთხვევაში, თუ მცენარის დიამეტრი აღემატება 12...

ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, იმავე მიმართულებით მოძრავ ავტომობილს შეეჯახა, ორივე ავტომანქანა კი, გაჩერებულ ტრაილერს. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი, დაშავდა.

ხობში საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საბავშვო ბაღების და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან საინფორმაციო სახის შეხვედრები გამართეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების უფროსმა შორენა ძაძამიამ ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით ჩატარებული მონიტორინგის...

ფემიციდისა და ძალადობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპლაიტეტის მერიის ინფორმაციით, ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელმა ხობის სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს და სასულიერო პირებს გააცნო გენდერის ნიშნით მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემატური საკითხები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკა, საქართველოს პროკურატურაში არსებული სერვისები, რომელთა გამოყენება...

არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდია გაიცემა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე არასტანდარტულ მანდარინზე სუბსიდირების გაცემაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ოთარ შამუგია იმყოფებოდა აჭარაში, პირადად დაათვალიერა და ადგილზე გაეცნო სიტუაციას, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და მიმდინარე მონაცემებით დადგინდა, რომ 45 000 ტონამდე ციტრუსის მოსავალია მოსალოდნელი წელს.

საკრებულოში შეხვედრა გაიმართა

საკრებულოში გაიმართა შეხვედრა გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებასთან დაკავშირებით 3 დეკემბერს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გენდერული საბჭოს ორგანიზებით გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირებაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მონაწილეები გაეცნენ გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების საერთაშორისო პრაქტიკას, ეროვნულ კანონმდებლობას და გენდერულად მგრძნობიარე ბიუჯეტირების პრაქტიკული განხორციელების საკითხებს. ტრენინგს სერტიფიცირებული ტრენერები გიორგი თვალიაშვილი და მარი ზაქარაია უძღვებოდნენ.გენდერულად...

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ინფრასტრუქტურულ პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. პროექტის შესაბამისად დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ამოიწმინდა სანიაღვრე არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაციის პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 439 484 ლარი შეადგინა....

პირველ მაისში ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს

პირველ მაისში მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაგების პროცესი მიმდინარეობს. საუბნო გზის რეაბილიტაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება. ხობის მუნიციპალიტეტუს ნერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია ემსხვერპლა. ჯაბა ხოფერია 27-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინაში რუსეთთან ომს შეეწირა.

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობში, ჭალადიდის გზის მონაკვეთზე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.