ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე პირველი მოსმენით „ადამიანის სისხლის და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც სისხლის ხარისხის და უსაფრთხოების არსებული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.კანონპროექტის წარდგენისას, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რომლის გადაჭრასაც კანონპროექტი ისახავს მიზნად. “მოქმედი...
ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია სრულდება
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქალაქ ხობში, კოლხეთის დასახლებაში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურულ პროექტს, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. განხორციელებულ სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზოებთან...
მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაიცვალა
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი თბილისში, საცხოვრებელ ბინაში ნახეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
“მე მიყვარს ხობი”
ხობის ცენტრალურ პარკში მერიის მხარდაჭერით და „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ღონისძიება - “მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი, კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ხობელი ხელოვანის, ირაკლი შონიას ნამუშევრების გამოფენა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზრუნავდნენ კოსტიუმირებული...
“მერკურმა” მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ასოციაცია „მერკურის“ ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით „ქალთა და გოგონათა მდგომარეობის გაუმჯობესება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ქალთა უფლებების და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ; ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალთა მხარდამჭერი მექანიზმების მნიშვნელობაზე ისაუბრეს....
ხობის მერიასა და კოლეჯ “ფაზისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ კოლეჯ „ფაზისს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და კოლეჯ „ფაზისის“ დირექტორმა ნინო ბაკურაძემ მოაწერეს ხელი. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის მერია ხელს შეუწყობს კოლეჯის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის "სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტებისთვის/მსმენელებისთვის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული მოდულების შესრულებას ხობის...
საქართველოში, შესაძლოა კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება აიკრძალოს
ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მთავარი იურისტის, კახაბერ იოსელიანის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა, რომ კონკრეტული ჯიშის ძაღლების გამრავლება ქვეყანაში აიკრძალოს, ამასთან, აგრესიული ჯიშის ძაღლის გასეირნების უფლება შეეზღუდოს 16 წლამდე ასაკის პირს. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კანონპროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მის ფარგლებში შეიქმნება აგრესიული ჯიშის ძაღლების ნუსხაც, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მიიღებს კანონპროექტს,...
ხობში, რაჰიპ მამედოვის ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით:ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საბაჟოში რაჰიპ მამედოვის ძეგლის, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის რეაბილიტაცია და მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა დასრულდა. განხორციელებულ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი გია ჩაბალუხა გაეცნენ.1987 წელს,...
შოთა მესხიას უნივერსიტეტში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე. დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.