საგვიჩიოში სკვერის მოწყობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოში სკვერის მოწყობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად მოეწყო ეზო, ბილიკები, საბავშვო მოედანი, განათების სისტემა. დამონტაჟდა სკამები, მაგიდები და ურნები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 50 484 ლარი შეადგინა. ინფრასტრუქტურული პროექტი „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა. საგვიჩიოში გამართულ დასახლების კრებაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ სოფელში სკვერის მოწყობის შესახებ ინიციატივას...

ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 3-5 იანვარი უქმე დღეებად გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ ორგანოებში დასაქმებულთათვის, 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები უქმედ განისაზღვრა. შესაბამის დადგენილებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. „ადმინისტრაციული ორგანო განსაზღვრავს მის დაქვემდებარებაში მყოფ/მის სისტემაში შემავალ სამსახურებს/მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც არ გავრცელდება ეს დადგენილება თუ მათი ფუნქციების შესრულება სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისა და საზოგადოების ნორმალური ფუნქციონირებისთვის წარმოადგენს გადაუდებელ...

სეს: არ შეიძინოთ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც არ არის დაცული მისი შენახვის პირობები. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხორცი უნდა ინახებოდეს დახურულ მაცივარში, შესაბამისი ტემპერატურული რეჟიმის დაცვით (2-დან 6 გრადუსამდე). „საახალწლოდ იზრდება მოთხოვნა ხორცზე, ხორცპროდუქტებსა და სხვა მალფუჭებად სურსათზე. სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინოს ხორცი ისეთ...

ხობში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ხობის ცენტრალურ პარკში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო და სადღესასწაულო კონცერტი გაიმართა. ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში მაყურებლის წინაშე ანსამბლი „კოლხეთი, ქორეოგრაფიული, სამეჯლისო და სპორტული ცეკვებისა და საესტრადო სიმღერების ჯგუფები და სამუსიკო სკოლის გუნდები წარდგნენ. ბავშვების მხიარულ განწყობაზე დრამერები ზრუნავდნენ, სადღესასწაულო საღამო კი დიჯეი GIO-ს კონცერტით გაგრძელდა. ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთის ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.

22 დეკემბერს, ხობში აინთება საახალწლო ნაძვის ხე

22 დეკემბერს, ხობის ცენტრალურ პარკში საზეიმო ვითარებაში აინთება საახალწლო ნაძვის ხე. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 17:00 -კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით (კულტურის სასახლის დიდი დარბაზი) 18:00 - დრამერების შოუ. 19:00 - ნაძვის ხის ანთება. 19:30 - დიჯეი GIO. საზეიმო ფეიერვერკი. 25 დეკემბერი, 15:00 - საახალწლო ზეიმი ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. 26 დეკემბერი, 15:00 -...

ხობში საახალწლო ღონისძიება 2 იანვარს გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით 2 იანვარს ხობში საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიების ადგილი: ცოტნე დადიანის 187, ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორია. იხილეთ ღონისძიების პროგრამა: 13:00-14:00 - საახალწლო მელოდიები. 14:00 – კოსტიუმირებული ორკესტრისა და ზღაპრის გმირების მსვლელობა. 14:00-19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, ცხელი შოკოლადი და კვების სივრცეები. 14:00-18:00 –...

ხობში “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” 42 პროექტი განხორციელდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 49 პროექტიდან 42 დასრულებულია, ხოლო 7 უახლოეს პერიოდში დასრულდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მოქალაქეებმა საპროექტო წინადადებებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს მხარი.

ხობში მომავალ წელს დაგეგმილია ხუთი მინისტადიონის რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წელს, დასრულდა ხელოვნურსაფარიანი სამი მინისტადიონის მშენებლობა. უწყების ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა. 2024 წელს დაგეგმილია ხუთი მინისტადიონის სრული რეაბილიტაცია.

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა

ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა. ასევე, ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის შესახებ.