სოფელ გაშფერდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაშფერდში საგზაო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის ხიდი, ეზოებთან მისასვლელები, სანიაღვრე არხი, საგზაო ნიშნები და განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია ადგილზე გაეცნენ. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის...

ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო

ხობში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, ხელოვნურსაფარიანი მინი სტადიონი მოეწყო. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 232 000 ლარით დაფინანსდა. სამუშაოების ფარგლებში, მოედანზე დაიგო ხელოვნური საფარი, დამონტაჟდა განათების სისტემა და სკამები, მოეწყო სტადიონის ღობე.

ხობში 8.3-კილომეტრიანი საგზაო მონაკვეთის შეკეთება დასრულდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტში, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ჯამში, 8.3 კმ-იანი (კმ284-კმ286 და კმ293-კმ298) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები დასრულდა. სამუშაოები 2 მონაკვეთად მიმდინარეობდა. "გზის პერიოდული შეკეთების ფარგლებში, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, მიერთებები და საგზაო ნიშნები; ასევე განხორციელდა გზის სავალი ნაწილის ჰორიზონტალური მონიშვნა სამუშაოები...

“ხობი ჩემი თვალით”

ახალგაზრდული საბჭო აცხადებს პოსტერების კონკურსს "ხობი ჩემი თვალით” კონკურსის ფარგლებში, ახალგაზრდებმა, საკუთარი ხედვით უნდა წარმოაჩინონ ხობის მუნიციპალიტეტის უნიკალურობა, კულტურა, ბუნება, ისტორია და ის, რაც მათთვის ხობს განსაკუთრებულ ადგილად აქცევს. მონაწილეებმა პოსტერის საშუალებით უნდა გადმოსცენ, თუ როგორ ხედავენ ხობს. ნამუშევარში შეიძლება აისახოს: ხობის ბუნება და ლანდშაფტები; ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობა; ტრადიციები...

მდ.ხობისწყალზე 2 სოფლის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტში, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ხობისწყალზე, სოფლების - გაღმა და გამოღმა ქარიატას დამაკავშირებელი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა დასრულდა. სავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი ფოლადრკინაბეტონის ხიდი, რომლის სიგრძე 116 მეტრს შეადგენს, ტროტუარის სიგანე კი 1.5 მეტრია. უწყების ცნობით, ახალი ხიდი ორ მჭიდროდდასახლებულ სოფელს დააკავშირებს ერთმანეთთან და მოსახლეობის უსაფრთხო...

ხამისკურში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ნაპირდამცავი გაბიონების მშენებლობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 165 720 ლარს შეადგენს. უწყების ცნობით, პროექტების განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი, ხოლო აღნიშნულ მონაკვეთზე გზები და მიწის ნაკვეთები არ ჩამოირეცხება. საქართველოს მთავრობამ ხობის მუნიციპალიტეტს სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის...

თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის და თორსა-დღვაბა-ხამისკურის დამაკავშირებელი გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სახელშეკრულებო ღირებულება 4 მილიონ 448 ათას ლარზე მეტია. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. დასახლებებში გზების რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის...

ბიაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ბიის ადმინისტრაციულ ერთეულში, 9 აპრილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტი ხორციელდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფელ ბიაში გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად დაიგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის კიუვეტები. დამონტაჟდება...

ხამისკურში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39528 ლარს შეადგენს. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. ინფორმაციისთვის: მიმდინარე...

ნოჯიხევი

ფართობი - 1657,52 ჰა. მოსახლეობა - 3467 ადამიანი. შემავალი სოფლები: ნოჯიხევი (თემის ცენტრი), ზენი, კუთხე ნოჯიხევი, ნაფოშტუ, დასახლება. მანძილი მუნიციპალიტეტის ცენტრიდან - 3,5 კმ. ნოჯიხევი მდებარეობს ოდიშის დაბლობზე, მდინარე ხობის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 30 მ-ზე, მუნიციპალიტეტის ცენტრიდან 3,5 კმ-ის დაშორებით. მისი ადგილობრივი მეგრული სახელწოდება არის ,,ნოჯიხი“ რაც ნაციხარს ნიშნავს...