ხობის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განხორციელებული პროექტები

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, საგაბისონიოსა და საპერტიოს უბნებში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. უწყების ცნობით, სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან მოეწყო ნაპირდამცავი ქვაყრილი. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 124 997 ლარი შეადგინა. პროექტების ჯამური ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტია.

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები გამკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტის თანახმად, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას,...

1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება

2023 წლის 1 იანვრიდან, კერძო სექტორში დასაქმებულებისთვის დეკრეტული შვებულების პერიოდში დახმარება გაორმაგდება და 2000 ლარი გახდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. “დეკრეტული შვებულების საკითხი იყო საკმაოდ პრობლემური. მქონდა მსჯელობა და გადავწყვიტეთ, რომ კერძო სექტორში დასაქმებულებისთვისაც გავაორმაგოთ დახმარება დეკრეტული შვებულების პერიოდში – ეს თანხა 1-ელი იანვრიდან 1000...

გაღმა საჯიჯაოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში, ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაიგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "შარა-გშამშენი პირველი" აწარმოებს.

ხობში ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საჯარო განხილვაში მონაწილეებს ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის ძირითადი მაჩვენებლები და პრიორიტეტები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა დავით ჭოჭუამ გააცნო. 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პრიორიტეტებს - განათლება, სოციალური სფერო, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ჯანმრთელობის...

ხობში სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში სექსუალური ხასიათის დანაშაულის ბრალდებით 28 წლის კაცი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მას საკუთარ ძმისშვილზე, 8 წლის გოგონაზე სექსუალური ხასიათის ქმედებას ედავებიან. დაკავებულს ფოთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

რეალურ დროში პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება უკვე ზუგდიდშიც შესაძლებელია

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან, “B“ და „BE“ კატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მიღების მსურველები პრაქტიკული გამოცდის რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარებას მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის სამსახურშიც შეძლებენ, რადგან ზუგდიდში უკვე დასრულდა გზებზე მიმდინარე შესაბამისი მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები. “პრაქტიკული გამოცდის ახალი სტანდარტით ჩაბარება მომსახურების სააგენტოს 10 სტრუქტურულ ერთეულშია...

ხობში “საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში ადგილობრივი ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ ინიციატივითა და ორგანიზებით განხორციელებული პროექტის - „საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, "საქართველოს პარლამენტის მოდელირება 2022“-ში მონაწილე ახალგაზრდებმა განიხილეს ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევები და განხილვის შედეგად მიღებული დასკვნები შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს.შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერი...

ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის 8 პროექტი განხორციელდა. საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზები რეაბილიტირდა: ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელი საბაჟოში, ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის სავარდიოს უბანში, ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ნოჯიხევში, ყულევში, ქ. ხობში (კოლხეთის დასახლება), ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში (პაპანწყვირეს...

საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 50 ათასი ლარია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება. პარალელურად, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის...