TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ხობში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა, თერმული ნისლით დამუშავებასთან ერთად, ცივი შესხურებით წამლობა დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში დამუშავდა ტყისა მასივები და ჯაგნარები. ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები....
13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ორი ხობელი ახალგაზრდის - ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე შეიწირა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. 2015 წელს, მდინარე...
ხობში, ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები.
ხობის მცხოვრებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო ჩამორთმეული მიწები დაუბრუნდებათ – პროკურატურა
საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო...
ხობში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ხელნაკეთი ნივთების, საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება. ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო საუბრები ბავშვთა უფლებებზე, სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები; ხოლო, ფესტივალ „ექო-თოფუზის“ ფარგლებში „ანიმაციის განვითარების...
საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრიდან მდინარე ჭანისწყლის ხიდამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით, ორ ეტაპად განხორციელდა. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 1 მილიონ 157 ათასი ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ და მერიის...
ხობის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისა და ჭრა-ტრანსპორტირების 18 ფაქტი გამოავლინეს. 12 სამართალდარღვევაა გამოვლენილი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ. ხობის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ავტომანქანის ძარაზე განთავსებული ჰქონდა 12,7 კუბური მეტრი მოცულობის წიფლის სახეობის ფიცარი. დოკუმენტაციის გადამოწმებისას გაირკვა, რომ სამართალდამრღვევი 3,75 კუბური მეტრი მოცულობის...
ხობში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, საზეიმო, სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი ღონისძიებები მიმდინარეობდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ცენტრალურ პარკში წიგნადი ფონდის, ისტორიული ძეგლების/ექსპონატების ფოტო-გამოფენა და ყვავილების, ადგილობრივი წარმოების პროდუქტების, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. ისტორიკოსმა გოგიტა ჩიტაიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „საქართველო და ევროპა“. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო...
ხობში დამოუკიდებლობის დღეს საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება
26 მაისის აღსანიშნავად, ქალაქ ხობში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები: ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ისტორიული ძეგლების/ექსპონატების ფოტო-გამოფენა, ისტორიკოს გოგიტა ჩიტაიას საჯარო ლექცია - „საქართველო და ევროპა“. ევროპის კუთხე-ზემო სვანეთის რეგიონში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი. საბავშვო გასართობი ღონისძიება: ზღაპრის გმირები, ასფალტზე ხატვა, ბავშვთა ნახატების გამოფენა. წიგნადი ფონდის...










