სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ ვერცხლის მედალი მოიპოვა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 12 სექტემბერს, 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ხობელი მოჭიდავე ჯონი ხეცურიანი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.
ხობის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი ახალი კონტეინერები გადაეცათ
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი, პლასტმასის 1 100 ლიტრიანი კონტეინერების მიწოდება დაიწყო. პირველ ეტაპზე, 440 კონტეინერი ხობისა და წალენჯის მუნიციპალიტეტებს გადაეცათ. სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტები პროექტ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში,...
„სოფლის განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლები მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს შეხვდნენ
ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და „სოფლის განვითარების სააგენტოს“ ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლები, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით და სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა....
ხობს ნარჩენების შესაგროვებელი კონტეინერები და სპეციალური აღჭურვილობა გადაეცემა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” პროექტის “ “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებს ნარჩენების შესაგროვებელ კონტეინერებს, სპეციალურ მანქანებსა და სხვა ტექნიკურ საშუალებებს გადასცემს. პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის...
ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია სრულდება
ხობის მუნიციპალიტეტის ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში საუბნო გზების რეაბილიტაცია სრულდება. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად საქანთარიოს, საქვარაიოს, საკონჯარიოს, საღურწკაიოს უბნებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯისა და ძველი ხიბულის დამაკავშირებელ გზაზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები, ხიდები და მილ-ხიდები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. საკონჯარიოს უბანში გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ხობის...
ხობში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგოდ სოფლის პერიმეტრები მუშავდება
დასავლეთ საქართველოში გრძელდება აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმე ერთეული სპეცტექნიკაა მობილიზებული. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის სამეგრელოს ჯგუფი ღონისძიებას უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ატარებს. სოფლის პერიმეტრები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სპეციალისტები მუდმივ...
ხობელი მოჭადრაკის წარმატება
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე "ბათუმის მერიის თასი - 2022“ „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის მოჭადრაკემ, ლიკა ჭანტურიამ (მწვრთნელი: ირაკლი გეთია) Open - B კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა. საერთაშორისო ტურნირზე 8 ქვეყნის 200 მოჭადრაკე მონაწილეობდა. ტურნირი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ბათუმის მერიის და საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით...
პაპანწყვილის ტბაში მამაკაცი გარდაიცვალა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეთაში, პაპანწყვილის ტბაში 45 წლამდე მამაკაცი დაიხრჩო. მაშველებმა მამაკაცის ცხედარი მალევე იპოვეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ირაკლი ღარიბაშვილი-იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას
იგეგმება მასშტაბური პროექტი, რომელიც გულისხმობს 800 სკოლის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტის საორიენტაციო ღირებულება დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, მან დაავალა შესაბამის უწყებებს და მიმდინარეობს მუშაობა ბაღების ანალოგიურ პროექტზე. „წინა კვირას გვქონდა შეხვედრა ბატონ მიხეილ ჩხენკელთან. ჩვენ გავიარეთ დეტალურად 800 სკოლის...
მდინარე მუნჩიასთან ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 997 ლარს შეადგენს სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებდა.