ხობში “ეტალონის” გუნდური ჩემპიონატი გაიმართა

დღეს, ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კერძო და საჯარო სკოლების გუნდების მონაწილეობით „ეტალონის“ გუნდური ჩემპიონატი გაიმართა. ხობის მუნიკციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინტელექტუალური კონკურსის გამარჯვებული ახალი ხიბულის N2 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი შუა ხორგის სკოლამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი ზემო ქვალონის სკოლის ნორჩმა ინტელექტუალებმა დაიკავეს. ინტელექტუალური კონკურსი ხობის...

ხობში ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა

ხობში დათა ხურცილავას სახელობის მინი სტადიონზე ტრაგიკულად დაღუპული ანრი ჯგერენაიას სახელობის საფეხბურთო პირველობის ფინალური მატჩები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმ აციით, შეჯიბრში ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების 16 გუნდი მონაწილეობდა. გამარჯვებული ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი სკოლა "არეამ“, ხოლო მესამე ადგილი საჯიჯაოს საჯარო სკოლის ნორჩმა...

9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, საზოგადოების და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და ქალაქ ხობში, სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი და ხეთაში - 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის სახელობის წყარო...

შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში სამელიორაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად - ნატანი მასისგან და ხე-მცენარეებისგან იწმინდება 3-კილომეტრიანი მთავარი წყალშემკრები არხი. "პროექტის განხორციელების შედეგად სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება გაუმჯობესდება, რაც სამეურნეო სავარგულების მოსავლიანობის ზრდას შეუწყობს ხელს. სამელიორაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს „საქართველოს მელიორაცია“ ახორციელებს."-აღნიშნულია ინფორმაციაში.

145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო დავალიანება

ყველა ფიზიკურ პირს, მათ შორის ინდივიდუალურ მეწარმეებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლის პირველ იანვრამდე წარმოშობილი და გადაუხდელი აღიარებული საგადასახადო დავალიანება მათზე დარიცხული საურავების ჩათვლით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “როგორც კი მივიღებთ ამ კანონპროექტს 145 ათას ფიზიკურ პირს სრულად ჩამოეწერება ჯამში 590 მილიონი ლარის ოდენობის საგადასახადო...

ხობში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო მოპოვების 2 ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში, მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების ეზოებსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, დალუქულია, ჯამში, 175 ერთეული უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის მრგვალი ხე-ტყე (მორი). „გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტების...

კულტურის სამინისტრომ “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” – გამარჯვებული პროექტები გამოავლინა

საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ კონკურსში - “სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება” - გამარჯვებული პროექტები გამოავლინა. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორისაა ა(ა)იპ "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის" პროექტი: "სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება​". კონკურსის ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს და მისი მიზანია უმაღლეს და სკოლისგარეშე სახელოვნებო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებისა და სწავლის...

ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის ადმინისტრაციული ერთეულის საშეროზიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად შიდა სასოფლო გზაზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა კიუვეტები, მილხიდები და ეზოებთან მისასვლელები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 543 630 ლარია.

მეთხილე ფერმერებისთვის აგრობარათებზე ქულების დარიცხვა დაიწყო

თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თხილის კადასტრში ბაღების რეგისტრაციის პარალელურად, აგროქულების დარიცხვის პროცესი დაიწყო. მიმდინარე წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში თხილის კადასტრში დარეგისტრირებულ ყველა ფერმერს შესაბამისი ქულები დაერიცხება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 2024 წლის 31 მარტის მდგომარეობით, 40,000 ჰექტარზე მეტი თხილის ბაღია...

ხამისკურში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის წინადადების საფუძველზე და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 39528 ლარს შეადგენს. სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ. ინფორმაციისთვის: მიმდინარე...