16 ნოემბერს, 11:00 საათიდან, ქალაქ ხობში, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და „ცენტრალური სისხლის დაწესებულების“ ორგანიზებით, სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება. აქციის მთავარი დევიზია: „გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“. მისამართი: ქ. ხობი, ცოტნე დადიანის ქ. N187 (ხობის კულტურის სასახლის ფოიე).
სამეგრელო-ზემო სვანეთის ბიზნესპოტენციალი და ახალი კავშირები – 25 ნოემბერს „ბიზნესის დღე“ გაიმართება
25 ნოემბერს, საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ორგანიზებით, მასშტაბური ღონისძიება „ბიზნესის დღე“ გაიმართება. ღონისძიება ადგილობრივ მეწარმეებს გააერთიანებს, შექმნის ახალ საქმიან კავშირებს და სრულად წარმოაჩენს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ბიზნესპოტენციალს. დაინტერესებულ პირებს მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლის შესაძლებლობა უკვე აქვთ. დღის წესრიგი და სარეგისტრაციო ფორმა: იხილეთ ბმულზე — https://events.gedc.ge/
პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვა 11 ნოემბრიდან დაიწყება
2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის ბოლო ეტაპი 11-დან 13 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციისას რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და ერთზე მეტ პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება მოიპოვეს, უნდა დააფიქსირონ არჩევანი იმ ერთ პროგრამაზე, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. არჩევანის გაკეთება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე – vet.ge...
ხობში პაატა თათარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში
ხობის საფეხბურთო ცენტრის სტადიონზე, ხობის „კოლხეთის“ ვეტერანი ფეხბურთელის და გუნდის უფროსის, პაატა თათარიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი გაიმართა ფეხბურთში. ტურნირის გამარჯვებული ფოთის საფეხბურთო სკოლა გახდა, მეორე ადგილი მარტვილის აკადემიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილზე ხობის „კოლხეთი“ გავიდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. ფოტო: ხობის მუნიციპალიტეტის მერია
ხობელმა მკლავჭიდელებმა ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 4 მედალი მოიპოვეს
ინდოეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა წარმატებით იასპარეზეს და სამშობლოში სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი ჩამოიტანეს. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული საბა დანელიამ მოიპოვა. ოქროს მედლის გარდა, საბამ ბრინჯაოს ორი მედალი დაისაკუთრა – როგორც ახალგაზრდულ, ისე უფროსების (დიდების) კატეგორიაში. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა კიდევ ერთი ხობელი სპორტსმენი გოჩა...
სინოპტიკოსები 5 ნოემბერს ძლიერ ნალექსა და შტორმს პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ხოლო დასავლეთ საქართველოში ზოგან – ძლიერი ინტენსივობით. სინოპტიკოსთა პროგნოზით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი და ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებსა და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები გამოიწვიოს. ამასთან, გორაკ-ბორცვიან და...
ხობის მუნიციპალიტეტში ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირი გაიმართა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას ხსოვნის უკვდავსაყოფად საფეხბურთო ტურნირი ჩატარდა. დაძაბულ სპორტულ დაპირისპირებაში პირველობის გამარჯვებული შუა ხორგის გუნდი გახდა, ხოლო საპატიო მეორე ადგილი ქარიატის ადმინისტრაციული ერთეულის გუნდმა დაიკავა. ფინალურ შეხვედრას და ტურნირის დასკვნით ეტაპს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაია, მერის...
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან იწყება
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა დღეიდან დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს. ფორმების შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით – formebi.emis.ge იქნება შესაძლებელი. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 83 რეალიზაციის პუნქტი, ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა
ქალაქ ხობში სახალხო დღესასწაული „მე მიყვარს ხობი“ გაიმართა. ღონისძიებაზე 2026 წლის ხობის საპატიო მოქალაქეების, ღვაწლმოსილი პედაგოგების და მერის სტიპენდიატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, პროფესიულ სფეროში წარმატებული და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის, ხობის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ: მზისადარ გელანტიას, კორნელი კემულარიას, ირაიდა ფაციას, ვალერიან შიუკაშვილს...
“ჩემი პირველი ნერგი” ხობში: პირველკლასელებმა ხის ნერგები დარგეს
ხობის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების პირველკლასელმა მოსწავლეებმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ინიციირებული პროგრამის „ჩემი პირველი ნერგის“ ფარგლებში, ხის ნერგები დარგეს. პირველკლასელებთან ერთად ნერგების დარგვის პროცესში ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ადრეული ასაკიდან ხელი შეუწყოს ბავშვებში გარემოზე ზრუნვისა და...










