შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოსა და საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე – 1980 წელს დაბადებული ო.ო. დააკავეს. შსს ინფორმაციით, მას ბრალად ედება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღება და საქართველოში უკანონოდ შემოტანა. დანაშაული 20 წლამდე...
მერი პირველ საჯარო სკოლას ეწვია
დღეს, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ქალაქ ხობის N1 საჯარო სკოლას ეწვივნენ, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. წელს, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში 293 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების 249 პირველკლასელს სახელმწიფოსგან საჩუქრად კომპიუტერი (ნეთბუქი) გადაეცა, გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებითა და პროგრამებით.
გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს და მშობლებს სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებსა და სრულიად საზოგადოებას 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს. „დღეს 15 სექტემბერია და მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში ახალ სასწავლო წელს ვიწყებთ. მინდა, ეს მნიშვნელოვანი თარიღი განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარებს. ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, ჩვენს მასწავლებლებს და წარმატებულ სასწავლო წელს...
ლევან ჭოჭუას სახელობის ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა
დღეს, ქარიატას ადმინისტრაციულ ერთეულში, აგვისტოს ომის დროს დაღუპული რეზერვისტის, ლევან ჭოჭუას სახელობის საფეხბურთო ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. საფეხბურთო პირველობის გამარჯვებული და ლევან ჭოჭუას სახელობის თასის მფლობელი ყულევის გუნდი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ქარიატის „ქარიენტემ“დაიკავა. ფინალურ შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. უწყების ცნობით, სპორტული...
ხობის ადგილობრივ ორგანიზაციას დავით ბუკია უხელმძღვანელებს
„ქართული ოცნების“ კონფერენციაზე ხობის ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები აირჩიეს. ხობის პარტიულ ორგანიზაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბუკია უხელმძღვანელებს. დღესვე, კონფერენციები გაიმართება სენაკსა და ფოთში.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზაზე მოძრაობა იზღუდება
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე მდ.არაგვის ხიდზე (მარცხენა მიმართულება), მიმდინარეობს დაზიანებული კონსტრუქციული ნაწილის აღდგენის სამუშაოები. საავტომობილო გზბის დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, ერთი კვირის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება.
სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად 300 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ორმაგდება სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა. განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300 ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა...
სეს: საყანე ფართობები ფაროსანას საწინააღმდეგოდ თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოში მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს განაგრძობს. თხილის მოსავლის აღების შემდეგ, ფაროსანა სიმინდზე ინაცვლებს. საყანე ფართობების მონიტორინგის შედეგად, იმ მასივებში, სადაც მავნებლის გადაჭარბებული კონცენტრაცია ფიქსირდება, სააგენტოს სპეციალიზებული ტექნიკა თერმული ნისლით წამლობას ახორციელებს. უწყების ცნობით, ამ დროისათვის დასავლეთ საქართველოში, იმერეთის,...
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო
”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ცხრა სოფელში გარე განათების სისტემა მოეწყო. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, განათების სისტემა დამონტაჟდა: ახალსოფლის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ გაღმა პირველ ხორგაში, პატარა ფოთში, შავღელეში, ჯაპიშაქარში, პირველ მაისში (საკვიკვინიო, ბულიწყუ, ჭიხუ), ბიასა და ბია-საშონიოში. ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ მიმდინარე წელს, ხობის მუნიციპალიტეტის 23 ადმინისტრაციულ ერთეულში 49 პროექტი განხორციელდება....
ხობელმა მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს
ყაზახეთის ქალაქ ალმათში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ მკლავჭიდელებმა ორი მედალი მოიპოვეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში, 60 კგ. წონით კატეგორიაში (მარჯვენა მკლავი) მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი და ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა დათუნა ჟიშკარიანი, ხოლო 60 კგ. წონით კატეგორიაში (23-წლამდელები, მარჯვენა მკლავი) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა საბა დანელიამ.