ხობში, ზვიად გამსახურდიას ქუჩა N23-ში მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 76935 ლარია. ხობის მუსამუშაოებს, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე 2012“ აწარმოებს. სახურავი ამორტიზებული იყო და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებდა. მიმდინარე წელს, ასევე გადაიხურება ქალაქ...
ხობში გაზმომარაგება დროებით შეიზღუდება
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” 6 ივლისს ქუთაისი-სოხუმის D 500 მმ-იან მაგისტრალური გაზსადენის 85,0 და 96,1 კმ-ებზე გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. კომპანიის ცნობით, აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, 6 ივლისს 06:00 საათიდან 15:00 საათამდე, ზუგდიდისა და ხობის მუნიციპალიტეტების სოფლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება. კერძოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლები: ზუგდიდი, რიყე,...
სურსათის ეროვნული სააგენტო და თხილის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებს აგროღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარებისკენ მოუწოდებენ
დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო, ბოლო კვირების განმავლობაში, შეფერხებით მიმდინარეობდა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაგეგმილი აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული წამლობები. ასევე უამინდობის გამო ფერმერებმა ვერ შეძლეს თხილის ბაღებში შესვლა და სიდამპლის, ნაცრისა და ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობების ჩატარება. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. “არსებული პროგნოზით, 3 ივლისიდან მოსალოდნელია ამინდის გამოდარება. სურსათის...
ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 800 665 ლარს შეადგენს. პარკის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად...
ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისგან და ნატანი მასისგან იწმინდება შიდა გზები და სანიაღვრე არხები. ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სარდაფიდან ამოიტუმბა წყალი დო მოირეცხა ეზო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და...
ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა
ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები. უწყების ცნობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის...
ხობელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია
ბუქარესტში მიმდინარე 17-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხობელმა ვახტანგ ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დაამარცხა (4:1) და ოქროს მედალს დაეუფლა. სპორტსმენი, რომელიც 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ევროპის ჩემპიონი გახდა.
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
ხობში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა, თერმული ნისლით დამუშავებასთან ერთად, ცივი შესხურებით წამლობა დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში დამუშავდა ტყისა მასივები და ჯაგნარები. ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები....
13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა
2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ორი ხობელი ახალგაზრდის - ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე შეიწირა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. 2015 წელს, მდინარე...