კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი...
საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის...
ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16 პროექტი დაფინანსდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წელს ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16 პროექტი დაფინანსდა. უწყების ცნობით, გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 მილიონ 740 ათასი ლარი გამოიყო.
საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა
„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
ხობში ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 784 ათასი ლარის ღირებულების ორმოცდაცხრა პროექტი განხორციელდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებში 2021 წელს, ”სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 784 ათასი ლარის ღირებულების ორმოცდაცხრა პროექტი განხორციელდა. უწყების ცნობით, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ სოფლებში მოეწყო გარე განათება და ხიდების, ხიდ-ბოგირების, შიდა სასოფლო გზების, სანიაღვრე არხების, საბავშვო ბაღების, სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა. პროექტები მოქალაქეებმა მუნიციპალიტეტის სოფლებში...
ხობის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.
ხობის მცხოვრებლები არიან გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილები
თბილისში, გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილი ოჯახი, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონიდანაა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. "თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები შანიძეების ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს...
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და...
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი გარდაიცვალა.










