85 წლის ასაკში მსახიობი კახი კავსაძე გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული.
ხობში კორონავირუსით მამაკაცი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კოვიდ კლინიკაში, კორონავირუსით გარდაცვალა ხობელი, 65 წლის მამაკაცი. საქართველოში კორონავირუსის 1 226 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 688 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა ათი პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 27 995 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 13 456, პისიარტესტით – 14 539.
ხობელი მოჭიდავე საერთაშორისო პირველობის გამარჯვებულია
რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართულ საერთაშორისო პირველობაზე წარმატებით იასპარეზა „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ვახტანგ ლოლუამ (მწვრთნელი სურაჯ გვასალია) და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობელი ფალავნი თანატოლთა შორის საქართველოს ჩემპიონიცაა. ის ამ ტიტულის მფლობელი მიმდინარე წლის მარტში, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე...
სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ნოჯიხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ კუთხენოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის შესაბამისად 1.7 - კილომეტრზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა გაბიონი, ბეტონის არხი და რკინის ცხაურები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "ბილდინგ გრუპ17" აწარმოებს.
პოლიციამ ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა -დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ხობის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს, დაკავებულია 1942 წელს დაბადებული დ.მ. მას დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობა მცდელობა ედება ბრალად. უწყების ცნობით, დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას...
ავარია ხობში
დღეს, ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად, დაშავებულები სხავადსხავ დაზიანებით სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მედიასთან საუბარში, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა შორენა საბახტარაშვილმა განაცხადა: "აჭარა ტექსტილის" თანამშრომელია ქალბატონი, რომელსაც დაუდასტურდა რამდენიმე დღის წინ, მისი კონტაქტები გაიტესტა და დღეს გამოვლინდა 7 ახალი შემთხვევა. ლოკალურად არის ერთ ქუჩაზე. უბნის ექიმი ტესტავს სოფლის მოსახლეობას, ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ გვაქვს".
ხობში უაქციზო თამბაქო ამოიღეს
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ხობის რაიონში განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 399 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს ჩამოერთვა უაქციზო საქონელი. აღნიშნულ ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირის მიმართ ადმ.ს.კ-ის 1552 მუხლის...
ხობში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ხობის ცენტრში ხის ორსართულიანი სახლი გაჩენილი ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ვაქცინაციასთან დაკავშირებულ შეკითხვებზე დარეკეთ ცხელ ხაზზე 15 22
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი 15 22 ამოქმედდა. უწყების ცნობით, ცხელი ხაზის მიზანი ვაქცინაციის მსურველთა საჭიროებებზე სწრაფი რეაგირებაა. ცხელი ხაზი 15 22, ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს და საქართველოდან განხორციელებული ყველა ზარი უფასოა.