პირებს, რომელთა იზოლაციის ვადა 7-8 დღე იყო, სამსახურში საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულებს, რომელთა იზოლაციის ვადა მხოლოდ 7-8 დღე იყო, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად სწრაფი ან „პისიარ“ ტესტის დადებითი პასუხის წარდგენა შეუძლიათ. „COVID-19-ით ინფიცირებულმა პაციენტებმა, რომლებსაც არ დასჭირდათ ხანგრძლივი სამედიცინო მეთვალყურეობა და მათი იზოლაციის ვადა შემოიფარგლა 7-8 დღით, სამუშაო ადგილზე საავადმყოფო ფურცლის ნაცვლად...

კორონავირუსით ხობის მცხოვრები გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ კარანტინში იმყოფება 42 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 122 კოვიდ პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმის 32. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 38 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 44 კოვიდ პაციენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 40 კოვიდ პაციენტი, მათ შორის 3 მძიმე და...

იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდა

კორონავირუსით დაავადებულთა და მათთან კონტაქტირებულთა იზოლაციისა და კარანტინის ვადები მცირდება. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სტრატეგიული დანიშნულების დაწესებულებებში დასაქმებული პირებისთვის, როგორიცა: სამედიცინო დაწესებულებები, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, შინაგან საქმეთა, იუსტიციისა და თავდაცვის სამინისტროების სისტემები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს პროკურატურის სისტემა, ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური COVID-19-ის ასიმპტომური და მსუბუქი...

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 54 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 616 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 18 221 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი. ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 73 251 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 53 616, „პისიარ“-ტესტით – 19 635. ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 33,61%, ბოლო 14 დღის...

ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16 პროექტი დაფინანსდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2021 წელს ხობის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16 პროექტი დაფინანსდა. უწყების ცნობით, გზების რეაბილიტაციისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 მილიონ 740 ათასი ლარი გამოიყო.

საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულება გაუქმდა

„ომიკრონის“ გავრცელების სწრაფი ტემპისა და ვირუსის სუსტი მიმდინარეობის, ასევე მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნის ვალდებულება უქმდება, – აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ხობის მუნიციპალიტეტში ხანძარს მამა-შვილი ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქვალონში გაჩენილი ხანძარი მსხვერპლით დასრულდა. გავრცელებული ინფორმაციით, საჯაიების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. შემთხვევის დროს სახლში მამა-შვილი იმყოფებოდა, თუმცა მათ გამოსვლა ვერ მოახერხეს.

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 36 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 24 201 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 10 732 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ხობის მცხოვრებლები არიან გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილები

თბილისში, გლდანში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით გარდაცვლილი ოჯახი, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონიდანაა. ინფორმაციას ხობის მერია ავრცელებს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს და ახლობლებს. "თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევას, ხობის მუნიციპალიტეტის შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები შანიძეების ოჯახის ხუთი წევრის, მათ შორის სამი არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს...

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ადგილობრივ მოსახლეობას იმუნიზაციის გააქტიურებისთვის მთავრობის მიერ შემუშავებული ახალი წამახალისებელი პროგრამები გააცნეს. კოვიდ რეგულაციების დაცვით, მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ვაქცინაციის აუცილებლობაზე გაამახვილეს ყურადღება და აღნიშნეს, რომ ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალში გაგრძელება და...