საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე-ნახევარში უკვე ჩვენც საკუთარ ხორბალს, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად, არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა,...
ზურაბ აზარაშვილი-პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ
პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. “დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა....
ხობის მერი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა
ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. ხიბის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხობის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები ნოჯიხევის, საჯიჯაოს, გაღმა საჯიჯაოს და ბიის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდება. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის...
ხობში პოეტ ლემზარ გაბელიას კრებულის “უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა
ხობში ლემზარ გაბელიას პოეტური კრებულის "უნაპირობა ნაპირად“ პრეზენტაცია გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ახალგაზრდებმა, პოეტის მეგობრებმა და პედაგოგებმა კრებულიდან ლექსები წაიკითხეს და მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრეს. წიგნის პრეზენტაციას პოეტის შემოქმედებით დაინტერესებულ პირებთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე ესწრებოდნენ.
დღეიდან საქართველოში რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 აპრილიდან რეცეპტის გამოწერა მხოლოდ გენერიკული დასახელებით მოხდება. “ფარმაცევტული სფეროს გამჭვირვალობის, მოსახლეობისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მედიკამენტების უზრუნველყოფის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრო, ფარმაცევტულ სფეროში რეფორმას ახორციელებს, რის შედეგადაც ექიმი ვალდებული იქნება მედიკამენტი მხოლოდ გენერიკული დასახელებით გამოწეროს. ფარმაცევტი მომხმარებელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ, გენერიკული მედიკამენტების ,,პოზიტიური სიიდან“ სამ ყველაზე იაფ...
9 აპრილის ტრაგედიიდან 33 წელი შესრულდა
დღეს, ქალაქ ხობში, 9 აპრილს სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულთა მემორიალი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, გვირგვინით შეამკეს. ხობის წმინდა სამების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზ კირიონ დარასელიამ სამშობლოს ერთიანობისათვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი ლოცვა აღავლინა. თვითმმართველობის და საზოგადოების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპული ნათია ბაშალეიშვილის...
პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში ცვლილება შედის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება შედის, რომლის მიხედვით, 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ. ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა...
ნუგზარ წურწუმიამ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
Ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, 55-კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავემ ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ მოიპოვა.
ოთარ შამუგია და გიორგი გუგუჩია ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნენ
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის რწმუნებულ გიორგი გუგუჩიასთან და შპს საქართველოს მელიორაციის გენერალურ დირექტორ თენგიზ ნასარიძესთან ერთად, ხობის მუნიციპალიტეტში, ჭალადიდის დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სოფელ ჭალადიდში, ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისაგან 4,2 კილომეტრი სიგრძის კოლექტორული...
ჭალადიდში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. "გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი...










