ხობის სოფელ ქვემო ქვალონის ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 პირი გარდაიცვალა, ხოლო რამდენიმე დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს 2 მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
ხობში მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ხობის ცენტრალურ პარკში მიწის სისტემური რეგისტრაციის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიწის სისტემური რეგისტრაციის საკითხებზე, მოქალაქეთათვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დამსწრე საზოგადოებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა სამართლებრივი კონსულტაცია გაუწიეს, სახელმწიფო რეფორმის შესახებ დეტალურ ინფორმაციას...
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მომატებული ტემპერატურისა და უნალექო ამინდების გამო მოსახლეობას აფრთხილებს. “გაცნობებთ, რომ მომავალი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით შენარჩუნდება მომატებული ტემპერატურა და უნალექო ამინდები. გარდა ამისა, მთიან რეგიონებში, ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად, მოსალოდნელია ძლიერი ქარიც, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ ფაქტორებს შექმნის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლო გართულებების...
გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, “ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია
გიორგი გახარიას პარტიიდან გარიცხული, ხობის საკრებულოს წევრი ნუგზარ შუშანია, „ქართულმა ოცნებამ“ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ბერდია სიჭინავამ განუცხადა, გადაწყვეტილება დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. სიჭინავას განმარტებით, ნუგზარ შუშანია „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბირა. „პარტია ყოველ ასეთ შემთხვევასთან მიმართებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს. ყველა იმ ადამიანთან მიმართებაში, რომელიც შემჩნეული იქნება სხვა...
გარდაიცვალა გურამ კვიკვინია
გარდაიცვალა ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის (მოსწავლე-ახალგაზრდობის) ფსიქოლოგი, მეცნიერი, პროფესორი, დამსახურებული პედაგოგი,შესანიშნავი მოქალაქე, მომავალი თაობებისთვის სანიმუშო და მისაბაძი პიროვნება, მასწავლებელთა მასწავლებელი, საუკეთესო თვისებებით გამორჩეული, რაფინირებული კულტურით დაჯილდოებული, ყველა ჩვენთაგანისთვის უფროსი მეგობარი ბატონი გურამ კვიკვინია.
სამშვიდობო ოპერაციებში დაღუპული ან მძიმედ დაშავებული ჯარისკაცების შვილები სასწავლო გრანტით ისარგებლებენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებში მოსამსახურე პირები, მოქმედი სამხედრო მოსამსახურეები, დაჭრილი და დაშავებული სამხედროები და მათი ოჯახის წევრები საგანმანათლებლო, კულტურულ თუ სამედიცინო დაწესებულებებში სხვადასხვა პრივილეგიითა და შეღავათით სარგებლობენ. უწყების ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან თავდაცვის უწყებაში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპული სამხედროების შვილების გარდა, საერთაშორისო...
ხობში ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები დასრულდა
ქალაქ ხობში, ცოტნე დადიანის ქუჩა N212-ში მდებარე ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის გადახურვის სამუშაოები დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებამ 70681 ლარი შეადგინა. სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 2017“-მა აწარმოა.
2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა
ხობის მუნიციპალიტეტში ომის დროს დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ, მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ, მოადგილემ დავით ბერაიამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა. ხობის მუნიციპალიეტის მერიის ინფორმაციით, მემორიალთან გოგა ბერაიას, მიხეილ იოსავას, ლევან ჭოჭუას, დათა ხურცილავას,...
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს
რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს სახელმწიფო და ხობის მუნიციპალიტეტის დროშები დაეშვა.
ზუგდიდში, “თანაზიარში” ორთოპედი-ტრავმატოლოგი ჩაატარებს კონსულტაციებს
8 აგვისტოს, თბილისიდან ჩამოსული ბავშვთა ორთოპედი-ტრავმატოლოგი თევდორე მოსულიშვილი, სამედიცინო ცენტრ “თანაზიარში” ჩაატარებს კონსულტაციებს. ექიმთან მიღება შესაძლებელი იქნება 10:00 სთ-დან 18:00-მდე. მისამართი: ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას გამზ. N41. ტელ: 555 14 43 33.