სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 13 კოვიდ ინფიცირებული მოქალაქე. რუხის კლინიკაში იმყოფება 183 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 49. ფოთის კლინიკაში იმყოფება კოვიდ 40 პაციენტი. სენაკის კლინიკა “სენამედში” იმყოფება 41 კოვიდ პაიენტი. ფოთის კლინიკა “ბომონდში” იმყოფება 48 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პირი....
საქართველოში კორონავირუსის 4901 და გარდაცვალების 74 შემთხვევაა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 595 კვლევა ტესტით, მათ შორის 27 813 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 782 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 901 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გარდაიცვალა 74 პაციენტი. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4...
ვაქცინაციაზე რეგისტრაციაში იუსტიციის სახლები ჩაერთვებიან
„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში – 2 405 405 სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას...
სამეგრელო – ზემო სვანეთში 313 პაციენტია კოვიდინფიცირებული
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 914 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 298 შემთხვევა, აჭარა – 877, იმერეთი – 789, ქვემო ქართლი – 355, შიდა ქართლი – 318, გურია – 188, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 313, კახეთი – 452, მცხეთა-მთიანეთი – 140, სამცხე-ჯავახეთი – 122, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი –...
დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის გამოყენება სავალდებულო ხდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის გვაქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი მესიჯი. პირველი მესიჯი არის ის, რომ საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, ეს რეგულაცია ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში პირბადის...
ბესო შენგელია-“ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი ხობის მერის თანამდებობაზე
ხობის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად "ნაციონალურმა მოძრაობამ" ენმ-ის აფხაზეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბესო შენგელია დაასახელა. "ახალგაზრდა მებრძოლი, პრინციპული ადამიანი. ძალიან კარგად ვიცნობ მას. ბესოს მამამ თავი საქართველოს ერთიანობას შესწირა. ბესო საქართველოს დეოკუპაციისთვის და ჩვენი დევნილი მოქალაქეების საკუთარ სახლებში დასაბრუნებლად ჩვენთან ერთად აგრძელებს ბრძოლას და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ჩვენი ეს სანუკვარი სურვილი და...
პატრიარქის კურთხევა ეკლესია-მონასტრებს
პატრიარქ ილია მეორის ბრძანებით, 14 აგვისტოდან სამი კვირის მანძილზე, პანდემიის მიზეზით, ყველა ეკლესია-მონასტერს ეძლევა კურთხევა, უზრუნველყონ ტაძრებში დისტანციის დაცვა, პერიოდულად ჩატარდეს იატაკის დეზინფექცია და მრევლმა იქონიოს პირბადე. ამასთან, სიტკბოების მიღებისთვის ერთჯერადი ჭიქები გამოიყენონ.
14 აგვისტოდან, ქვეყანაში, სამკვირიანი პანდემიარეგულაციები დაწესდება
14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა. „გაგაცნობთ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც მოგეხსენებათ, ისევე, როგორც მთელს მსოფლიოში, საქართველოშიც ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია, ძირითადად ახალი შტამების (დელტა შტამი) ფართო ცირკულაციის გამო. ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლების და ტენდენციების...
10 000 ლარიანი ჯარიმა სოციალური ღონისძიებების მასპინძლობისთვის
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვლავ აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში, ასევე აკრძალულია ისეთი სოციალური ღონისძიების გამართვა, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი, იუბილე და სხვა. “აკრძალულია ღამის კლუბების ფუნქციონირება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში. აღნიშნული რეგულაციის აღსრულება კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება. კვების ობიექტების მუშაობა...
2022 წლიდან საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის განცახდებით, 2022 წლის იანვრიდან საჯარო მოხელეების ხელფასები გაიზრდება. “მერების ხელფასები შეადგენს 1800-2000 ლარს, აბსოლუტურად ამოვარდნილია და შეუსაბამობაშია დღევანდელ რეალობასთან... ...2022 წლის იანვრიდან ჩვენ დავიწყებთ საჯარო მოსამსახურეების ხელფასების ზრდას ეტაპობრივად, ეს არის აუცილებელი, ვინაიდან სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ადამიანები ვეღარ ხედავენ მოტივაციას, ჩვენ ვერ ვუძლებთ კონკურენციას კერძო სექტორთან, ამიტომ აუცილებელია აღნიშნული...