ხობის მუნიციპალიტეტის მერია 33 ოჯახს სახურავის შესაკეთებელი სამშენებლო მასალებით ეხმარება

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ხობის მუნიციპალიტეტის მერია 33 ოჯახს სახურავის შესაკეთებელი სამშენებლო მასალებით ეხმარება. შესაბამისი პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტში 2018 წლიდან მოქმედებს. უწყების ცნობით, სამშენებლო მასალების შეძენის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ბენეფიციარების ნაწილს მასალა უკვე გადასცა. მასალის გადაცემის პროცესი უახლოეს დღეებში დასრულდება. მასალების შესაძენად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 124 840 ლარი დაიხარჯა.