შოთა მესხიას უნივერსიტეტში ცხადდება მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მიმართავს იმ აპლიკანტებს, რომლებიც გარკვეულ მიზეზთა გამო ვერ ჩაირიცხნენ ან ვერ მოასწრეს პირველადი მიღებისთვის რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. მათ საშუალება ეძლევათ 2022 წლის 14 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით გაიარონ მეორადი რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ზუგდიდისა და სენაკის ბაზაზე.  დაინტერესებული პირები რეგისტრაციისთვის უნდა შევიდნენ vet.emis.ge-ზე. პროგრამების და...

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. სვეტიცხოვლობა წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს, 13 ივლისს კი ქრისტეს ყველა მოციქულს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო, რომელიც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.

ახალ ხიბულაში, მდინარე ჭანისწყალში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მდინარე ჭანისწყალში ადგილობრივებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი დილიდან შეშის მოსაპოვებლად ახლობლებთან ერთად იყო გასული, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ გაუჩინარდა.  ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.

ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუა ხორგა-ყულევის საავტომობილო გზის მე-4 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. მათივე ცნობით, უხვი ნალექის გამო, დღეს, დილით აღნიშნული გზის მონაკვეთზე მდინარე ხობისწყალის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის შედეგად, საავტომობილო გზა დაიტბორა და დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმებმა მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების და კორპუსების პირველ სართულებზე, ჩამოირეცხა გზები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.

გურიფულში საბავშვო ბაღის ღობის, ხოლო მეორე გურიფულში – გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში საბავშვო ბაღის ღობის, ხოლო მეორე გურიფულში - გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩია. ინფორმაციისთვის: 2022 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაიანში წალენჯიხელი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკთან დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი უკრაინის შეირაღებულ ძალებში  2014 წლიდან მსახურობდა.

საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები – „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას. კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის (ორსული) წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

ხობის 16 სოფელში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება: ქვემო ქვალონში (ბულიში, გიმოზგონჯილი) ახალსოფელში (გაღმა პირველი ხორგა). ხეთაში (ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა) ახალი ხიბულაში (ახალი ხიბულა, გაშფერდი) პატარა ფოთში საჯიჯაოში (ზუბი) გურიფულში (მეორე გურიფული) ნოჯიხევში (ზენი) ქარიატაში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა)...

ხობში, სპექტაკლის “უცნობი ქალის” პრემიერა შედგა

დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან" არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის - "უცნობი ქალი" პრემიერა შედგა. რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, "ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.