ხობის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, მკლავჭიდის და ტაეკვონდოს ჯგუფებისთვის შეძენილი ინვენტარი ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ლევან ქავთარაძემ და მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ დაათვალიერეს. „ხობის მუნიციპალიტეტის სპორტის ცენტრის“ ცენტრმა 141 000 ლარის ღირებულების სპორტული ინვენტარი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით...
ხობში ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა
ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, "ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, 2024 წლის 6 თვის მონაცემებით, "ხობის მუნიციპალიტეტის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის“ ფარგლებში, ოპერაციების თანადაფინანსების ქვეპროგრამით 164 ბენეფიციარმა ისარგებლა. უწყების ცნობით, 2024 წლის სოციალური უზრუნველყოფის მუნიციპალური პროგრამის ბიუჯეტი 662 450 ლარს შეადგენს. სოციალური პროგრამა ხობის...
“ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა
ხობის კულტურის სასახლის დიდ საკონცერტო დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალ "ჰარიდას“ ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონიალი და გალაკონცერტი გაიმართა. საზეიმო ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია და კონკურს-ფესტივალ „ჰარიდას“ ჟიურის წევრები ესწრებოდნენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კლასიკური გიტარის, ფოლკლორული ანსამბლებისა და ქართული ხალხური ცეკვების კონკურს-ფესტივალში საქართველოს...
ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი “ჰარიდა“ გაიხსნა
ხობის კულტურის სასახლის დიდ დარბაზში, ხობის ხელოვნების კონკურს-ფესტივალი „ჰარიდა“, მსოფლიოში აღიარებული გიტარისტის და ვირტუოზი შემსრულებლის, თემურ ყვითელაშვილის კონცერტით, საზეიმოდ გაიხსნა. ხობის მუნიციპ0ალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში გამართულ კონცერტზე თემურ ყვითელაშვილმა ცნობილი, კლასიკური კომპოზიციები შეასრულა. ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერის მოადგილე დავით ბერაია, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე...
ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. “ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. იმ შემთხვევაში, თუ გარემოსთვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს აჭარბებს, საქმეს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ენიჭება. ბზის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ კერძო საკუთრებაში არსებული სანერგეებიდან და...
ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა
ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხობის მუნიციპალიტეტის მერიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ხობში სალოტბარო სკოლა დაფუძნდა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქართულ ტრადიციულ სიმღერა-გალობას ლოტბარ-რეგენტი აკაკი კუპრავა შეასწავლის. 1 თებერვალს, 15:00 საათიდან, ხობის კულტურის სასახლეში სალოტბარო სკოლის მოსწავლეები შეირჩევიან. ხობის სალოტბარო სკოლაში სწავლა უფასოა. სკოლაში ბავშვები მიიღებიან 6...
ხობში მწერლებთან შეხვედრა გაიმართება
6 ოქტომბერს, ხობის კულტურის სასახლის მცირე დარბაზში მწერლები: ბაჩო კვირტია, ნანა ქელეხიძე, გივი ჩიღვინაძე და ეკა ქაჯაია ლიტერატურის მოყვარულებს შეხვდებიან და თავიანთ შემოქმედებას გააცნობენ. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მწერლებთან შეხვედრა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ლიტერატურული პროექტის ,,ცოცხალი წიგნების’’ ფარგლებში გაიმართება. პროექტის მიზანია მწერლებისა და მკითხველების შეხვედრების ორგანიზება, თანამედროვე...
გამოქვეყნდა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი დაწესდა
ფარმაცევტულ კომპანიებს განსაზღვრულ ფასზე ძვირად წამლის გაყიდვა 15 თებერვლიდან აღარ შეეძლებათ. მთავრობის ადმინისტარციის ინფორმაციით, რეფერენტული ფასი, პირველ ეტაპზე, 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე დაწესდა. ეტაპობრივად კი სხვა მედიკამენტებზეც განისაზღვრება. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს. ზღვრული მაქსიმალური ფასები საბითუმო და საცალო რეალიზაციის დონეზე დაწესდა. ცვლილება, მოსახლეობისთვის...
მიქაელ მალაზონიას TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას
TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....
“სტუმრად ქართველ ბარდებთან“
ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში ქართული ესტრადის წარმომადგენლების მონაწილეობით კონცერტი - ,,სტუმრად ქართველ ბარდებთან“ გაიმართა. პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ფოტო: ხობის მუნიციპალიტის მერია