ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ქართველი ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ფინალში ლაშა ბექაურმა გერმანელი, 24 წლის ედუარდ ტრიპელი ვაზარით დაამარცხა.

ერთი ძველი ფეისბუქპოსტის კვალდაკვალ

"წინათ, ქუდზე კაციო, დაიძახებდნენ და მტრის დასახვედრად მთელი საქართველო, ერთი კაცივით, გამოვიდოდა. დღეს, შიშიანობაა თუ სიკეთე, ქუდზე კაციო, აღარავინ დაგიძახებს. თუ გული გერჩის, თავად უნდა მიაგნო საკუთარ მოწოდებას და მიხვდე, შენგან, ერთი მოქალაქისგან, ქვეყანასა თუ ხალხს სად, რა და როდის სჭირდება. ხობის სოფლებში არავის დაუძახია, ქუდზე კაციო. მაგრამ როგორც კი...

დიმო ცხონდია-სამშობლოს მონატრებული ექიმი

ეს მასალა "ხობელებმა" შემთხვევით იპოვა ლევან ღვინჯილიას ბლოგში, სადაც ავტორის ძალიან საინტერესო მასალებს გაეცნობით ზოგადად ხობელებზე. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეული, დიმიტრი (დიმო) ცხონდია იძულებით ემიგრაციაში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე, სოფელში პატარა სახლზე და მთის მდინარეში ბანაობაზე ოცნებობდა, მაგრამ რეპრესიების ეშინოდა. რეპრესიების, რომელიც ბევრჯერ გამოიარა. დიმო ცხონდიას შვილიშვილი ლირა არაჩემია...

“თუნთია”-ისევ პაპანწყვილზე

 ამონარიდი მწერალ რობერტ ძერიას წიგნიდან : "იმ საღამოსაც სავსე იყო ზღაპრების გუდა. ბებიაც ისევ კერიის თავში იჯდა.,,იყო და არა იყო რა... იყო ერთი მღვდელი. შვილი იმას არ ჰყავდა და შვილიშვილი. რევმატიზმებისაგან შეჭმული ცოლისანაბარა დარჩენილი,  ქელეხებსა და ნათლობაში ატარებდა მთელ დღეებს. რაც ხორაგი იქნებოდა, ყველაფერი სახლში მიჰქონდა. ეს ჩემი კერძიაო, იტყოდა...

ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის. პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ. გამარჯვებულ და პრიზიორ...

ხობის საპატიო მოქალაქეები

სხვადასხვა დროს, ხობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ალექსანდრე ბასილაია, ვლადიმერ ქანთარია, თამარ გვერდწითელი, ანზორ ერქომაიშვილი, კარლო ვარდია, ვახტანგ როდონაია, ემირ ბურჯანაძე, სერგო კენჭაზე, ტემურ ბოჯგუა, მარიამ მიქაძე, გოდერძი ბუკია, კარიმ გულიევი, მანუჩარ ცხადაია, გომარ სიხარულიძე, მეუფე გრიგორი, ნუგზარ ნადარაია, გოგოტა ჩიტაია, მერაბ ჭოჭუა, ბადრი ბერაია, ლუტინი ქავთარაძე, ლევან ღვინჯილია, შალვა ხარებავა,...

ნუგზარ წურწუმია-ხობელების სპორტული ლიდერი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელი ნუგზარ წურწუმია ერთ-ერთ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა. ნუგზარ წურწუმია 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია.