ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ძლიერმა წვიმებმა მდინარეების და ღელეების ადიდება გამოიწვია. რის შედეგადაც ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში დაიტბორა სავარგულები, ეზოები, წყალი შევიდა საცხოვრებელი სახლების და კორპუსების პირველ სართულებზე, ჩამოირეცხა გზები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან მდგომარეობას და ზარალს დაითვლიან.

გურიფულში საბავშვო ბაღის ღობის, ხოლო მეორე გურიფულში – გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პირველ გურიფულში საბავშვო ბაღის ღობის, ხოლო მეორე გურიფულში - გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივმა მოსახლეობამ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ დასახლების კრებებსა და კონსულტაციებზე შეარჩია. ინფორმაციისთვის: 2022 წელს ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“...

საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება

საქართველოში აბორტთან დაკავშირებით კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები – „სისხლის სამართლის კოდექსში“ შედის, რომელიც ევროკომისიის მე-9 რეკომენდაციებიდან გამომდინარეობს, რაც გულისხმობს გენდერული თანასწორობის გაძლიერებას და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის განსაკუთრებულ კონსოლიდაციას. კანონპროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის (ორსული) წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე.

ხობის 16 სოფელში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ ხობის მუნიციპალიტეტის 16 სოფელში გარე განათების მოწყობა მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდება: ქვემო ქვალონში (ბულიში, გიმოზგონჯილი) ახალსოფელში (გაღმა პირველი ხორგა). ხეთაში (ლარჩვა, ნოჩხონი, წინაგოლა) ახალი ხიბულაში (ახალი ხიბულა, გაშფერდი) პატარა ფოთში საჯიჯაოში (ზუბი) გურიფულში (მეორე გურიფული) ნოჯიხევში (ზენი) ქარიატაში (გაღმა ქარიატა, გამოღმა ქარიატა)...

ხობში, სპექტაკლის “უცნობი ქალის” პრემიერა შედგა

დღეს, კულტურის სახლის დიდ დარბაზში, "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივ ცენტრთან" არსებული ერთი მსახიობის თეატრის სპექტაკლის - "უცნობი ქალი" პრემიერა შედგა. რეჟისორმა მანანა შამათავამ სპექტაკლი ინგლისელი მწერლის, ჰერბერტ ბეიტსის ნაწარმოების, "ველური ალუბლის ხის“ მიხედვით დადგა. სპექტაკლს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან

კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციას აღარ ექვემდებარებიან. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაშია ნათქვამი, რომელიც 27 სექტემბრით თარიღდება. „COVID-19-ით დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირები არ ექვემდებარებიან იზოლაციას, ამასთან, ეძლევათ ნიღბის მოხმარების მკაცრი რეკომენდაცია მაღალი რისკის კონტაქტის შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში (მათ შორის, დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საზოგადოებრივ...

ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ყულევის ადმინისტრაციულ ერთეულში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ეზოებში შესასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და მოწესრიგდება სანიაღვრე არხები. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებს. ინფრასტრუქტურულ პროექტს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, ხობის...

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეიდან იწყება. იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა „სანოფი პასტერის“ წარმოების ოთხ-კომპონენტიანი ვაქცინა უკვე შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმო-ს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის. გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შემდეგ რისკ ჯგუფებს უფასოდ ჩაუტარდება: დიაბეტის მქონე პირები, დიალიზზე მყოფი პირები, C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე...

ხობში “მაჩხომერის” მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე "მაჩხომერის" მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, არქეოლოგი, რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი – ნანა პაპუაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგები – თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი ასევე, იტალიელი არქეოლოგი, ემანუელ ინტაგლიატა. მეცნიერებმა "მაჩხომერის" მთაზე...

ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო

დღეს, 19 სექტემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი დაიწყო. ქალაქ ხობის N1 და N2 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბერაიამ, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა, ელისო კვიკვინიამ და „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“...