პოლიციამ ხობში 4 სპორტსმენი დააკავა

ხობში სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ხობის მერიის სამსახურები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან წმენდენ არხებს და...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

ხობში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით, კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდა....

“ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

ხობში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა

პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხეთი“(ქორეოგრაფი - კობა გერგაია), შემოქმედებითი ჯგუფი თოჯინების სპექტაკლით - „სამი მეგობარი“ და ლაშა კვიკვინიას ბენდი „ოქროს ხმა“ წარსდგნენ. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა...

ხობში კლასიკური მუსიკის ლექცია-კონცერტი ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში,11-14 ივლისს, ლექცია-კონცერტებს სამეგრელო უმასპინძლებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე....

რუხის კოვიდ კლინიკაში ხობელი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაცით, რუხის კოვიდ კლინიკაში კორონავირუსით ხობის მცხოვრები, 68 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 108 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 7 პაციენტი.

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, სამართალდარღვევა გამოვლინდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში, მდინარე ხობისწყლის მიმდებარედ. მოქალაქეს ჩოგანბადესთან, კასრებთან და ჯოხზე ძუით მიბმულ ტივტივასთან ერთად, კუსტალურად დამზადებული 4 ერთეული ასაფეთქებელი ნივთიერება აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევმა აღიარა, რომ ნივთიერებები თევზჭერის მიზნით დაამზადა. უწყების ცნობით, ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს,...

სუსი-ენგურის ხიდზე გადაადგილება ე.წ. ნებართვის მქონე ყველა პირისთვის შესაძლებელია

„ცხელი ხაზით“ გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 5 ივლისიდან, ოკუპირებული აფხაზეთიდან, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა, გადაადგილების ე.წ. ნებართვის მქონე, ყველა პირისთვის გახდა შესაძლებელი-ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. “მოიხსნა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაწესებული უკანონო შეზღუდვები, რომლის მიხედვითაც გადაადგილების უფლება, მხოლოდ გარკვეული კატეგორიის (ხანდაზმულები, პენსიონერები, განსაკუთრებული საჭიროების...