Blog

ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდვაქცინასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ავრცელებს

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდის ვაქცინაციასთან დაკავშირებით რეკომენდაციებს ფეისბუქგვერდზე ავრცელებს: “ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კითხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა...

ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომელშიც სპორტსმენებიც ფიგურირებდნენ, ორ პირს პატიმრობა შეეფარდა

ხობში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ ორ პირს - ვარლამ კვარაცხელიასა და ზაზა დათეშიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება ფოთის რაიონულმა სასამართლომ გამოაცხადა. დაკავებულებს პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ. წყარო

ხობში წყალდიდობამ პრობლემები შექმნა ადგილზე მუშაობს სპეცტექნიკა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში, ხეთაში და პირველ მაისში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. სამეგრელო-ზემო სვანეთის სმახარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიტბორა ეზოები, ქუჩები და სავარგულები. ცენტრალურ მაგისტრალზე რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა, თუმცა დილიდან მუშაობდა მძიმე ტექნიკა, ამოიწმინდა არხები და ამჟამად საავტომობილო მიმოსვლა შეუფერხებლად ხორციელდება. ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ვარაზ გაბედავა, მახარე...

პოლიციამ ხობში 4 სპორტსმენი დააკავა

ხობში სამართალდამცავებმა ოთხი ადამიანი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია მსოფლიო ჩემპიონი ნუგზარ წურწუმია.

ხობში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების ნაწილში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა სავარგულები, ეზოები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოვარდნილმა წყალმა ცენტრალურ გზაზე დროებით შეაფერხა საავტომობილო მოძრაობა. ადგილზე მობილიზებული იყო შესაბამისი სამსახურები და ხობის მერიის სამსახურები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან წმენდენ არხებს და...

ხობში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა და ერთი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი კომპანიის დისტრიბუციის მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის ბორდიურს შეეჯახა.

ხობში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით, კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდა....

“ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან დაიწყება

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, “ფაიზერის” ვაქცინა საქართველოშია. “ფაიზერით” ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია მოქალაქეებს დღეს, 15:00 საათიდან შეეძლებათ, აცრები კი 16 ივლისიდან დაიწყება. “pfizer”-ით ვაქცინაციისთის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/ COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ – 144-3.

ხობში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა

პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხეთი“(ქორეოგრაფი - კობა გერგაია), შემოქმედებითი ჯგუფი თოჯინების სპექტაკლით - „სამი მეგობარი“ და ლაშა კვიკვინიას ბენდი „ოქროს ხმა“ წარსდგნენ. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა...

ხობში კლასიკური მუსიკის ლექცია-კონცერტი ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში,11-14 ივლისს, ლექცია-კონცერტებს სამეგრელო უმასპინძლებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე....