ხობში კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა

პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით, კულტურულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მაყურებლის წინაშე ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „კოლხეთი“(ქორეოგრაფი - კობა გერგაია), შემოქმედებითი ჯგუფი თოჯინების სპექტაკლით - „სამი მეგობარი“ და ლაშა კვიკვინიას ბენდი „ოქროს ხმა“ წარსდგნენ. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა...