ხობში კლასიკური მუსიკის ლექცია-კონცერტი ჩატარდება

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სსიპ კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის (სამხატვრო ხელმძღვანელი ელისო ვირსალაძე) ორგანიზებით, პროექტი „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში,11-14 ივლისს, ლექცია-კონცერტებს სამეგრელო უმასპინძლებს. მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე....