ხობში კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა

ხობის ცენტრალურ პარკში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის მონაწილეობით, კლასიკური მუსიკის შემეცნებითი ლექცია-კონცერტი გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, კონცერტი პროექტის „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ ფარგლებში „კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის“ ორგანიზებით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით ჩატარდა....