სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტში დაიწყება ვაქცინაცია

 COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 3100 დოზა უკვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტშია გადანაწილებული. სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია განხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.

ერთი ძველი ფეისბუქპოსტის კვალდაკვალ

"წინათ, ქუდზე კაციო, დაიძახებდნენ და მტრის დასახვედრად მთელი საქართველო, ერთი კაცივით, გამოვიდოდა. დღეს, შიშიანობაა თუ სიკეთე, ქუდზე კაციო, აღარავინ დაგიძახებს. თუ გული გერჩის, თავად უნდა მიაგნო საკუთარ მოწოდებას და მიხვდე, შენგან, ერთი მოქალაქისგან, ქვეყანასა თუ ხალხს სად, რა და როდის სჭირდება. ხობის სოფლებში არავის დაუძახია, ქუდზე კაციო. მაგრამ როგორც კი...

დიმო ცხონდია-სამშობლოს მონატრებული ექიმი

ეს მასალა "ხობელებმა" შემთხვევით იპოვა ლევან ღვინჯილიას ბლოგში, სადაც ავტორის ძალიან საინტერესო მასალებს გაეცნობით ზოგადად ხობელებზე. საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკიდან გაქცეული, დიმიტრი (დიმო) ცხონდია იძულებით ემიგრაციაში ისე გარდაიცვალა, რომ სამშობლოში დაბრუნებაზე, სოფელში პატარა სახლზე და მთის მდინარეში ბანაობაზე ოცნებობდა, მაგრამ რეპრესიების ეშინოდა. რეპრესიების, რომელიც ბევრჯერ გამოიარა. დიმო ცხონდიას შვილიშვილი ლირა არაჩემია...

“ევექსი” ხობელების ჯანმრთელობისთვის

ხობის ჰოსპიტალი “სამედიცინო კორპორაცია ევექსის“ ქსელში შემავალი ჰოსპიტალია, რომელიც  ყოველთვიურად ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სერვისით 1500-1600 -მდე პაციენტს ემსახურება.  75-80 პაციენტს  სტაციონარული მკურნალობა უტარდება. ჰოსპიტალი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში და უზრუნველყოფს გადაუდებელ დახმარებას ნებისმიერი სამედიცინო პროფილით, საჭიროების შემთხვევაში კი ახდენს პაციენტის დროულ რეფერალს. ჰოსპიტალში 20000-მდე ბენეფიციარი დარეგისტრირებულია. 

“თუნთია”-ისევ პაპანწყვილზე

 ამონარიდი მწერალ რობერტ ძერიას წიგნიდან : "იმ საღამოსაც სავსე იყო ზღაპრების გუდა. ბებიაც ისევ კერიის თავში იჯდა.,,იყო და არა იყო რა... იყო ერთი მღვდელი. შვილი იმას არ ჰყავდა და შვილიშვილი. რევმატიზმებისაგან შეჭმული ცოლისანაბარა დარჩენილი,  ქელეხებსა და ნათლობაში ატარებდა მთელ დღეებს. რაც ხორაგი იქნებოდა, ყველაფერი სახლში მიჰქონდა. ეს ჩემი კერძიაო, იტყოდა...

ხობელმა მოჭიდავეებმა სამი მედალი მოიპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქალაქ გურჯაანში გამართულ საქართველოს პირველობაზე წარმატებით იასპარეზეს „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ, საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრის“ სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებმა. 41 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაცი ზარანდია პირველი ადგილის მფლობელი გახდა, ენვერ კილასონია კი მე-3 ადგილის. პირველი ადგილი დაიკავა 44 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვახტანგ ლოლუამ. გამარჯვებულ და პრიზიორ...

ხობის საპატიო მოქალაქეები

სხვადასხვა დროს, ხობის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: ალექსანდრე ბასილაია, ვლადიმერ ქანთარია, თამარ გვერდწითელი, ანზორ ერქომაიშვილი, კარლო ვარდია, ვახტანგ როდონაია, ემირ ბურჯანაძე, სერგო კენჭაზე, ტემურ ბოჯგუა, მარიამ მიქაძე, გოდერძი ბუკია, კარიმ გულიევი, მანუჩარ ცხადაია, გომარ სიხარულიძე, მეუფე გრიგორი, ნუგზარ ნადარაია, გოგოტა ჩიტაია, მერაბ ჭოჭუა, ბადრი ბერაია, ლუტინი ქავთარაძე, ლევან ღვინჯილია, შალვა ხარებავა,...

ნუგზარ წურწუმია-ხობელების სპორტული ლიდერი

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხობელი ნუგზარ წურწუმია ერთ-ერთ წონით კატეგორიაში მსოფლიო რეიტინგის ლიდერია. საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ 2020 წლის ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც ოთხი ქართველი ფალავანი წონის უპირობო ლიდერი გახდა. ნუგზარ წურწუმია 58 ქულით, 55 კილოგრამი წონითი კატეგორიის ლიდერია.

რა უნდა ვიცოდეთ ფოთისა და ხობის ეპარქიაზე?

ფოთისა და სენაკის ეპარქია დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპიროზე, ისტორიული კოლხეთის სამეფოს ტერიტორიაზე მდებარეობს. იგი მოიცავს ქალაქებს: ფოთს, ხობს, სენაკს და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სამღვდელმთავრო ტერიტორია განვცრობილია მდ. რიონისა და ხობისწყლის ქვემო დინების აუზებზე, რაც ძველი ქართული სამეფოს, ეგრისის დასავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ფოთისა და ხობის ეპარქიას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სენაკისა და...

ახალსოფელი – შუა ხორგის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფელი - შუა ხორგის დამაკავშირებელი 5.5-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 909 ათასი ლარია. შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, ნუკრი ხასიამ,  ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ დაათვალიერეს. პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების...