ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (ნოჯიხევი - ქ. ხობი) სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო გზაზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონი, რკინა-ბეტონის კიუვეტები, ავტოპავილიონი, არხები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი, განთავსდება საგზაო ნიშნები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 მილიონ 582 ათას ლარს შეადგენს. ინფრასტრუქტურულ პროექტს საავტომობილო...

კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დღეს, ქალაქ ხობში, მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების კურსდამთავრებულებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება იმართება. ცენტრალურ პარკში ახალგაზრდების მონაწილეობით ჩატარდა სპორტული შეჯიბრებები, მოეწყო ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა; ხოლო კოლეჯ „ფაზისის“ წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კულტურის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფ ,,წერილის'’ კონცერტი მიმდინარეობს.საზეიმო ღონისძიება „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო, საზოგადოებრივი ცენტრის“ ორგანიზებით ადგილობრივი...

შუა ხორგაში მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს

შუა ხორგის ადმინისტრაციულ ერთეულში ხელოვნურსაფარიანი მინისტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 108 000 ლარამდეა. პროექტის შესაბამისად დამონტაჟდება განათების სისტემა, დაიგება ხელოვნური საფარი და მოეწყობა სკამები. პროექტს მერია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ახორციელებს.

ღია ტურნირი კრივში საზეიმოდ გაიხსნა

სენაკის სპორტის სასახლეში, საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების – თამაზ (ვიტალი) ვახანიას და შოთა ჯავახიას ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი კრივში. სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ სენაკის, ქუთაისის, ზესტაფონის, ჭიათურის, საჩხერეს, ბათუმის, მესტიის, ზუგდიდის, ხობის, ფოთის 2009-2013 წლებში დაბადებულ მოკრივეთა გუნდები. ღია ტურნირი კრივში, რომელიც ხელს უწყობს სპორტის ამ...

სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში

ადგილობრივი მედიის გადარჩენისა და ჟურნალისტთა დაცვის საქველმოქმედო ფონდის “ჩვენი მედიასახლი” ინიციატივით, ტარდება ორდღიანი ტრენინგი თემაზე “სთორითელინგი და ძლიერი პირადი ბრენდის შექმნა ციფრულ სამყაროში”. ტრენინგი შექმნილია კემბრიჯის უნივერსიტეტის ვიზუალური სთორითელინგის კურსის საფუძველზე. ტრენინგს წარუძღვება ნანო ქობალია,-კემბრიჯის უნივერსიტეტის აღნიშნული კურსის სერტიფიცირებული მონაწილე და ტრენერი ლონდონიდან. პირველი დღე: სთორითელინგი: •რა არის სთორითელინგი. •ეფექტური სთორითელინგის...

26 მაისი ხობში

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხობის მუნიციპალიტეტში მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. უწყების ცნობით ღონისძიებებს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე და მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ხობის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწეყო ხელთნაკეთი ნივთებისა და ადგილობრივი წარმოების პროდუქტების გამოფენა-გაყიდვა. ცენტრალურ პრაკში...

ნოჯიხევში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ნოჯიხევის ადმინისტრაციულ ერთეულში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია, მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ. უწყების ცნობით, გზაზე იგება ბეტონის საფარი, ამოიწმინდება სანიაღვრე არხები და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები. საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის...

ცესკომ 29 აპრილის შუალედური და რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) არჩევნებში ჩართულ მხარეებს 29 აპრილის საქართველოს პარლამენტისა და საკრებულოს შუალედური, ასევე მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნების ანგარიში წარუდგინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პრეზენტაცია ცესკოს თავმჯდომარემ წარადგინა და მონაწილეებს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდა როგორებიცაა: საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების, წინასწარი შედეგების გამოცხადების,...

ხეთაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის კორცხოს უბანში გზის დამეწყრილი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია პირველ მოადგილესთან, რევაზ ზაქარაიასთან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. უწყების ცნობით, პროექტის შესაბამისად მოეწყობა ნაპირდამცავი გაბიონები, კიუვეტები და დაიგება რკინაბეტონის საფარი.ინფრასტრუქტურულ პროექტს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს. გზის...

დღეს „აფხაზეთობა“ აღინიშნება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისს აფხაზეთობა აღინიშნება. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი საქართველოს მოსახლეობას „აფხაზეთობას“ ულოცავს. “სრულიად საქართველოს, უპირველეს ყოვლისა კი ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს ვულოცავთ „აფხაზეთობას“, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,...