ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ერთწლიანი სამუშაო ანგარიში წარადგინეს

საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და საკრებულოს წევრებმა გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ საკუთარ ამომრჩევლებს ანგარიში წარუდგინეს საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა და წევრებმა გაწეული ერთწლიანი მუშაობის შესახებ ანგარიში საკუთარ ამომრჩეველს წარუდგინეს. შეხვედრებზე მოისმინეს მოსახლეობის მოსაზრებები, განიხილეს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ისაუბრეს ადმინისტრაციულ ერთეულებში გაწეულ და მიმდინარე სამუშაობზე

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს

დილით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილი საქართველოში ჩამოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამებრძოლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებოდნენ. ინფორმაციისთვის: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საბრძოლო მოქმედებებს 24 ქართველი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან გზის რეაბილიტაცია სრულდება

ხეთაში, პაპანწყვირეს ტბასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 308998 ლარია, შპს "შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. ინფორმაციისთვის: გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები პარალელურად მუნიციპალიტეტის ხუთ ერთეულში მიმდინარეობს.

ხობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ხობის კულტურის ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ფერმერების მხარდამჭერი პროგრამა განიხილეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა შალამბერიძემ, საქართველოს მთავრობის მიერ მეთხილე ფერმერების მხარდამჭერ ახალ პროგრამაზე ისაუბრა. შეხვედრას ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე დავით ბერაია, მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები და ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ინფორმაციისთვის:...

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პირველ მაისში, საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 316,95 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან...

გურიფულში “მარულას” შეჯიბრი გაიმართა

გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა საცხენოსნო შეჯიბრება ერთ-ერთ უძველეს ეროვნულ სახეობა მარულაში. ხობის მუნიციპალუტეტის მერიის ინფორმაციით, შეჯიბრებაში პირველი ადგილი - თემურ კუპრაძემ (ახალ სოფელი), მეორე ადგილი - ბეჟან არახამიამ (ხეთა), მესამე ადგილი კი - თემურ უსანატოვმა (ნოჯიხევი) დაიკავა. გამარჯვებულ და პრიზიორ ცხენოსნებს ფულადი ჯილდო და თასები გადაეცათ. ღონისძიებას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლევან სახელაშვილი დაიღუპა. ინფორმაციისთვის: უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 24 ქართველი მებრძოლია გარდაცვლილი.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე-სუსი

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“ გააქტიურდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ და დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. „უკანონოდ დაკავებული პირის...