ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის AFAD-ისგან

პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” ფარგლებში მიმდინარეობს მოკლევადიანი ტრენინგების ციკლი რეგიონის ფერმერებისთვის, რომელსაც უძღვებიან სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონსტი-ტრენერები. ტრენინგების მიზანია, ფერმერთა საჭიროებაზე მორგებული სასოფლო-სამეურნეო, ან მასთან მკვეთ საკითხებზე ცოდნის და ინფორმაციის გაზიარება ფერმერთა საწარმოო და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის. უკვე ჩატარდა მოკლევადიანი ტრენინგები თემებზე: “აგრო-ტურიზმი”, “სასოფლო-სამეურნეო...

AFAD: შერეული ფერმერული მეურნეობა- კონსტანტინე ზარქუა

შერეული ფერმერული მეურნეობა ფერმერ კონსტანტინე ზარქუას წალენჯიხაში აქვს. ის ინოვაციურ მიდგომებს იყენებს და გამოცდილებას თქვენც გაგიზიარებთ. https://www.youtube.com/embed/DPZA_onzT-8 პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development

AFAD: მარწყვის მოვლა-მოყვანა და რეალიზაცია ნანა ფიფიასგან

ნანა ფიფია -ექსტენციონისტი ფერმერი გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას მარწყვის ჯიშებთან, მოვლა-მოყვანასთან და რეალიზაციასთან დაკავშირებით. https://www.youtube.com/embed/l4heixInQU4 პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For Agriculture Development

AFAD: ფუტკრის დაავადებები და მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები ედუარდ მელიასგან

ედუარდ მელია პროექტის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის სისტემების მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში” გადამზადებული მეფუტკრე ექსტენციონისტია, რომელიც გვესაუბრება თემაზე: “ფუტკრის დაავადებები და მასთან ბრძოლის ინოვაციური მეთოდები”. https://www.youtube.com/embed/dU2SKXLDPmo პროექტს ახორციელებს „ასოციაცია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის (AFAD)“ (დონორები: გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) და შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი სამხრეთ კავკასიაში (SDC). თემის სპონსორი: AFAD Association For...

“შექმნილია რეგიონული ფერმერთა საკონსუტლაციო საბჭო”

აიიპ “სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საკონსულტაციო საბჭო” შექმნილია სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონის ლიდერი ფერმერების, კერძო და საჯარო სექტორის, ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისგან. საბჭო მიზნად ისახავს ფერმერთა უფლებებისა და ინტერესების დაცვას, სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული სიახლეების, ინოვაციების დანერგვის ხელშეწყობას ფერმერთა საქმიანობის პროდუქტიულობის ასამაღლებლად. აიიპ ” სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონული ფერმერთა საბჭო” ოფიციალურად დარეგისტრირდა. ელ-ფოსტა: agrosamegrelo2021@gmail.com ტელ: +995...

ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები პირველ ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. 14 ივლისიდან გამოცდებში მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველი პირები ჩაერთვებიან. 28 ივლისს სტუდენტთა საგრანტო კონკურსი ჩატარდება, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდას მაგისტრანტობის კანდიდატები 27-30 ივლისს ჩააბარებენ. უწყების ცნობით, 2021 წელს გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა...

სასახლის ახალი პროექტები ზუგდიდელი ახალგაზრდებისთვის

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში შეიქმნა ახალგაზრდული პროექტების მართვისა და სტრატეგიული განვითარების განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს სალომე გარდავა. განყოფილების წევრები არიან: თეკლა ჯღარკავა და ირაკლი ჯიქია. სალომე გარდავა: „-თავიდან ვსწავლობდი ზუგდიდის მესამე საჯარო სკოლაში, შემდეგ ეროვნულში.  ჩავირიცხე შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში. პროფესიით კულტურული ტურიზმის მენეჯერი ვარ. თბილისში ყოფნის დროს, ვმუშაობდი...

სამეგრელო-ზემო სვანეთს ახალი გუბერნატორი ჰყავს-გიორგი გუგუჩია

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამეგრელო-ზემო სვანეთში ახალი გუბერნატორი გიორგი გუგუჩია წარადგინა. “გიორგი გუგუჩია სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორია, ის არის ზუგდიდიდან, კარგად იცნობს რეგიონს და მჯერა, ძალიან წარმატებული გუბერნატორი იქნება”.-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ინფორმაციისთვის, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა მალხაზ თორიამ თანამდებობა დღეს დატოვა.

ხობელ მოჭადრაკეს დიანა ლომაიას ქალთა მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციამ ოსტატის წოდება მიანიჭა

ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებს, მოჭადრაკე დიანა ლომაიას ქალთა მსოფლიო ჭადრაკის ფედერაციამ (ფიდე) ოსტატის წოდება მიანიჭა. 16 წლის დიანა ლომაია ფოთის საჭადრაკო კლუბ "ნანას" მოსწავლეა.

პირველი ივნისიდან რესტორნები სრული დატვირთვით იმუშავებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, 1-ელი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულიად მოიხსნა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ....