მეორადი ჩარიცხვები 2026: პროგრამების არჩევა 5 ოქტომბრიდან იწყება

2026 წლის აბიტურიენტებს კვლავ ექნებათ თავისუფალი ადგილების მქონე საგანმანათლებლო პროგრამებიდან სასურველის არჩევის შესაძლებლობა. ინფორმაციას ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის ფარგლებში, 5 ოქტომბრის 11:00 საათიდან 9 ოქტომბრის 18:00 საათამდე კვლავ შესაძლებელი იქნება თავისუფალი ადგილების მქონე უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების არჩევა. „მეორად ჩარიცხვაში...

ხობში უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სამართალდარღვევა ხობის მუნიციპალიტეტში გამოავლინეს. "სოფელ თორსა-დღვაბაში, ოქროს საწმისის უბანში არსებულ არხში, მოქალაქეებმა ელექტროიარაღის გამოყენებით უკანონოდ მოიპოვეს კობრისა და კარჩხანას სახეობის თევზი. ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია და ფაქტის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა. ელექტროიარაღი...

საქართველოში 3 ოქტომბრამდე დროგამოშვებით ნალექი და ქარის გაძლიერებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის...

ხობში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვეს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ფოთისა და ხობის მუნიციპალიტეტებში ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვა. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა მასწავლებლებს მრავალწლიანი პროფესიული საქმიანობისთვის, საქმისადმი ერთგულებისა და მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების სისტემაში მიმდინარე...

საქართველოში პირველ ოქტომბრამდე უამინდობაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან პირველი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. „მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე...

24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები,...

2027 წლის ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენა ემატება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ დრომდე აბიტურიენტებს აკადემიურ პროგრამებზე ჩასარიცხად უცხოური ენის გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა ჰქონდათ ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და რუსულ ენებში. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გადაწყვეტილებით, უცხოური ენების ჩამონათვალს იტალიური ენაც დაემატება და 2027 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოური ენის გამოცდა ჩააბარონიტალიურ...

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია პროფესიული განათლების პორტალზე – vet.ge – დღეიდან დაიწყო და 9 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება, – ამის შესახებ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს. უწყების ცნობით, 2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში, მიღება გამოცხადებულია 568 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, მათ შორის, 37 საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლებშიც ინტეგრირებულია სრული ზოგადი განათლების...

ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება შეხვედრა პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან

18 სექტემბერს, 17:00 საათზე, ხობის კულტურის სასახლეში გაიმართება შეხვედრა პოეტ-აკადემიკოს ვაჟა ეგრისელთან. ღონისძიების ორგანიზატორები არიან ხობის მუნიციპალიტეტის მერია და "ხობის მუნიციპალიტეტის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოებრივი ცენტრი". დასწრება თავისუფალია.

ხობის მუნიციპალიტეტის სკოლებში ახალი სასწავლო წელი განახლდა

ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ქაჯაიამ ახალი სასწავლო წლის დაწყება ხეთის ადმინისტრაციული ერთეულისა და ქალაქ ხობის №2 საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს მიულოცეს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლებში სულ 208 პირველკლასელი ჩაირიცხა. საჯარო სკოლების პირველკლასელებს სახელმწიფოსგან საჩუქრად პორტატული კომპიუტერები...