ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიციირებული პროექტის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 3 800 665 ლარს შეადგენს. პარკის რეაბილიტაციის პროცესს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ (ნუკრი) ხასია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად...

ხობში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტექნიკის გამოყენებით ქვა-ღორღისგან და ნატანი მასისგან იწმინდება შიდა გზები და სანიაღვრე არხები. ქალაქ ხობში, გიორგი ჭყონდიდელის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის სარდაფიდან ამოიტუმბა წყალი დო მოირეცხა ეზო. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ხობის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და...

ხობში უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

ხობის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ეზოები, სავარგულები, სასოფლო გზების ნაწილი, წყალი შევიდა რამდენიმე სახლის პირველ სართულზე. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და მერიის წარმომადგენლები და სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ნატანი მასისაგან იწმინდება გზები და არხები. უწყების ცნობით, ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ მდგომარეობას ხობის...

ხობელი მოჭიდავე ევროპის ჩემპიონია

ბუქარესტში მიმდინარე 17-წლამდელ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე ხობელმა ვახტანგ ლოლუამ ფინალში აზერბაიჯანელი ელვინ იბადოვი დაამარცხა (4:1) და ოქროს მედალს დაეუფლა. სპორტსმენი, რომელიც 48 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ევროპის ჩემპიონი გახდა.

მიქაელ მალაზონიას  TCHE Center ფორმულით – მიიღე განათლება და დაეხმარე სხვას

TCHE Center – არის ახალი წამოწყება, რომელიც მიზნად ისახავს ქველმოქმედების ირგვლივ გააერთიანოს საზოგადოება! ეს იქნება ადგილი სადაც მიიღებ განათლებას და ამავდროულად ჩაერთვები ქველმოქმედების დიდ კამპანიაში! ონლაინურთიერთობების შესაძლებლობები ამოუწურავია,-ყოველდღიურად ახალი აპები, ახალი პლატფორმები, ახალი პროგრამები იქმნება, რომ უფრო მობილური და მოქნილი გახდეს ციფრული ურთიერთობები, ეს მთელი რევოლუციაა, რომელიც უნდა მივიღოთ და გამოვიყენოთ....

ხობში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები მიმდინარეობს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, სააგენტოს სპეციალისტებმა, თერმული ნისლით დამუშავებასთან ერთად, ცივი შესხურებით წამლობა დაიწყეს. სამეგრელოს რეგიონში, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ თორსაში დამუშავდა ტყისა მასივები და ჯაგნარები. ,,სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე მავნებლის კონცენტრაციის თავიდან აცილების მიზნით, ბუფერულ ზონებში, საყანე ფართობების მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულია ფერომონიანი ხაფანგები....

13 ივნისის სტიქიიდან 7 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარმა სტიქიამ ორი ხობელი ახალგაზრდის - ინდირა და ლიზი ზარანდიების სიცოცხლე შეიწირა. ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გოჩა ქაჯაიამ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ინდირა და ლიზი ზარანდიების ხსოვნას პატივი მიაგეს და მათი საფლავები ყვავილებით შეამკეს. 2015 წელს, მდინარე...

ხობში, ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტში ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები.

ხობის მცხოვრებთ, ანაკლიის პორტის მშენებლობის გამო ჩამორთმეული მიწები დაუბრუნდებათ – პროკურატურა 

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა, ქონების უკანონოდ ჩამორთმევის მორიგი ორი ფაქტი გამოავლინა და დაზარალებულების უფლებების აღდგენის მიზნით, მათთვის კუთვნილი ქონებების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. "ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2009-2010 წლებში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით, მოლაპარაკებას აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო...

ხობში ბავშვთა დღე სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნეს

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტში კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტული ღონისძიებები გაიმართა. ხობის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ დღესთან დაკავშირებით გაიმართა ხელნაკეთი ნივთების, საბავშვო ლიტერატურის გამოფენა-გაყიდვა, სპორტული შეჯიბრებები და ქართული ანიმაციური ფილმის ჩვენება. ახალგაზრდული ჯგუფის ინიციატივით ჩატარდა საინფორმაციო საუბრები ბავშვთა უფლებებზე, სამაგიდო და სათავგადასავლო თამაშები; ხოლო, ფესტივალ „ექო-თოფუზის“ ფარგლებში „ანიმაციის განვითარების...